მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები - მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი(სოფ. კინჩხა), სათაფლია, პრომეთეს მღვიმე და ნავენახევის მღვიმე 26 მაისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„სამუშაო დროები:
პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00
სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ნავენახევის მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ოკაცეს კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
მარტვილის კანიონი: სამშაბათი - კვირა 10:00 – 18:00
ვიზიტორები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული:
• დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს
• ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია5 ვიზიტორის ყოფნა
• დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი
• რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან დისტანციურად https://guru.ge/
ზოგადი რეკომენდაციები:
• თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ შეხვიდეთ ტერიტორიაზე და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
• მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ცემინება და ხველა
• ხშირად დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ საპნითა და წყლით
• მოერიდეთ პირზე, ცხვირსა და თვალებზე ხელის შეხებას
• ხველისა და ცემინებისას, პირზე და ცხვირზე, აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი
• გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ სანაგვე ყუთში და მაშინვე დაიმუშავეთ ხელები სპირტის შემცველი ხსნარით, ან, თუ შესაძლებელია, დაიბანეთ წყლითა და საპნით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.