დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო პირველი მობილური აპლიკაცია საქართველოს ტურიზმის სექტორს წარუდგინა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო პირველი მობილური აპლიკაცია საქართველოს ტურიზმის სექტორს წარუდგინა

access_time2022-09-22 17:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო პირველი მობილური აპლიკაცია საქართველოს ტურიზმის სექტორს წარუდგინა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



აპლიკაციაში შეტანილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბილიკები, შესაბამისი ინფორმაციით. აპლიკაციის ტექნიკური ნაწილი უზრუნველყო კომპანია „Noxtton”-მა.



„მობილური აპლიკაციით ვიზიტორები სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დაცული ტერიტორიების შესახებ; ვიზიტორები შეძლებენ, წინასწარ განსაზღვრონ მარშრუტი, რაც მოგზაურობას გახდის მაქსიმალურად მარტივს, მოქნილსა და უსაფრთხოს. აპლიკაცია ხელს შეუწყობს სოფლად ეკოტურისტული სერვისების განვითარებას, ეკოტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.



აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება:




 საქართველოს ეროვნული პარკების ყველა ეკოტურისტულ ბილიკის პოვნა
 სასურველი მიმართულების მოძიება ბილიკის სირთულეების მიხედვით
 მოგზაურობისთვის საჭირო დროის განსაზღვრა
 შთაბეჭდილებების გაზიარება
 რუკების offline გამოყენების შესაძლებლობა
 სანდო და ოპერატიული შეტყობინებების მიღება დაცულ ტერიტორიებთან, სერვისებთან და მათ დახურვასთან დაკავშირებით
 ლაშქრობისას ბილიკიდან გადაცდენის შემთხვევაში ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილებების მიღება
 მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღება, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად



აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა როგორც IOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.



ახალი მობილური აპლიკაცია პროექტის „დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) პროექტის ნაწილს და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up