დაცული ტერიტორიების სააგენტომ „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-6 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-07-14 15:10:00

დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე, ხედვებზე, პანდემიის გავლენასა და შედეგებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


„მიმდინარე წელს, კონფერენციის თემატიკა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, ტურიზმის ინდუსტრიაზე კოვიდ 19-ის გავლენას მიეძღვნა.


სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებმა პანდემიის ჭრილში განიხილეს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის მიმდინარე გამოწვევები და შესაძლებლობები, კონფერენციის მონაწილეებს ანტიკრიზისული გეგმები და ახალი ტენდენციები გააცნეს. კონფერენციის ფარგლებში, სექტორის წარმომადგენლებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად განვითარებაა.


დაცული ტერიტორიების განვითარების სამომავლო ხედვებზე პრეზენტაციის წარდგენის დროს, ყურადღება გამახვილდა სააგენტოს უახლოეს გეგმებზე, მათ შორის, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე 1 მილიონ ჰექტრამდე, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17 %-ია; ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორებიცაა, ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის გახსნა, სათაფლიაში მღვიმისა და თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის მოწყობა; საუბარი შეეხო ახალ ეკოტურისტულ პროექტებს, მათ შორის, წალკის კანიონის გახსნა, თეთრა მღვიმის გახსნა, ახალი ეკოტურისტული ბილიკების მოწყობა. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა გლობალური საერთაშორისო აღიარება, რომელიც მოიცავს საქართველოს 4 დაცული ტერიტორიისთვის იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.


აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ყოველწლიურად აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს პროექტს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება““ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up