დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი-პი-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი-პი-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

access_time2022-09-26 10:30:00

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კომპანია ბი-პი-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. აღსანიშნავია, რომ ბი-პი-ს ხელშეწყობით 2010-2011 წლებში, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული ობიექტია საქართველოში, სრულად მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედით, მღვიმის განათებით, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობით და სხვა.“ - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.


„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. მდგრადი განვითარება ბი-პი-ს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ეს მემორანდუმიც ამ მიზანს ემსახურება. გვინდა ერთობლივი ძალისხმევით გავაძლიეროთ დაცული ტერიტორიები, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და ხელი შევუწყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ბი-პი-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, აიტან ჰაჯიევამ.



ბი-პი-ს საქმიანობის შესახებ საქართველოში: ბი-პი უკვე 25 წელია, თავისი პარტნიორების სახელით, საქართველოში ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში. www.bpgeorgia.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up