დაცული ტერიტორიების სააგენტოში, გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაციების ჩართულობით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაციების ჩართულობით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

access_time2022-09-28 16:50:00

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაციების ჩართულობით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„საბჭოს მიერ განხილული ძირითადი საკითხები მოიცავდა რაჭის და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებას, მტირალას ეროვნული პარკის დემარკაციას, ასევე პირიქითა ხევსურეთის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის დაარსების შესაძლებლობებს.


საბჭოს წევრებს შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ,,ნაკრესი“, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი - CENN, „საბუკო“, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი - REC Caucasus.



საბჭოს წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რაჭაში ეროვნული პარკის დაარსების საკითხზე. აღინიშნა, რომ რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტების და ეკოსისტემების დაცვა/შენარჩუნება და ასევე მოხდება ეკოტურიზმის განვითარება, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღინიშნა, რომ სამომავლოდ გაგრძელდება რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით მუშაობა, როგორც ონის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.


დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, სადაც არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, მაქსიმალური გამჭირვალობით ხდება დაგეგმილი და მიმდინარე პოექტების განხილვა, ასევე პრობლემურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარება, საზოგადოების ჩართულობა, მათი მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up