პანდემიის შემდეგ, საქართველოში თითქმის ყველა სექტორს, კადრების დეფიციტი აქვს. „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ეს პრობლემა სავაჭრო ცენტრსაც უდგას.
მისი თქმით, გართულებულია „ფრონტ-ოფისის“ თანამშრომლების მოძიება.
„ბევრად უფრო რთული გახდა კადრების მოძიება და ეს პრობლემა საქართველოში არსებული უმეტესი ბიზნეს სექტორის მსგავსად ჩვენთანაც დადგა. ადამიანური რესურსების მოძიების კუთხით არსებული ტრენდი მთელ მსოფლოში შეინიშნება და ჩვენთვისაც გამოწვევაა.
მაგალითად, გართულდა ისეთი თანამშრომლების მოძიება, როგორიცაა დაცვის ოფიცრები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და გასართობი ცენტრის ოპერატორები, ანუ ძირითადად ეს ეხება „ფრონტ-ოფისს“, რაც შეეხება მენეჯმენტს და „ბექ-ოფისში“ დასაქმებულებს, ამ კუთხით პრობლემა არ გვქონია“, — აღნიშნავს თეიკო ლომინაძე.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ბრუნვა პოსტპანდემიურ მდგომარეობას დაუბრუნდა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.