დადგება თუ არა დღის წესრიგში მოგზაურებისთვის შეზღუდვა  ,,მაიმუნის ვირუსის“ გამო

დადგება თუ არა დღის წესრიგში მოგზაურებისთვის შეზღუდვა ,,მაიმუნის ვირუსის“ გამო

access_time2022-05-25 11:30:21

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას. როგორც ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობა გაძლიერდება.


„მაიმუნის ყვავილი ახალი ვირუსი არ გახლავთ, 1970 წელს არის აღმოჩენილი და ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ინფექცია აფრიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს და ის ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდებოდა. მისი დიდი ეპიდაფეთქებები აღწერილი არ გახლავთ. ის უფრო მსუბუქი მიმდინარეობის არის, ვიდრე ნატურალური ყვავილი. დღეისთვის არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ორი ფორმა, კერძოდ, დასავლეთ აფრიკის და ცენტრალური აფრიკის, ე.წ. კონგოს აუზის. ყველაზე რთულია ე.წ. კონგოს აუზის, რომლის ლეტალობა 5-6%-მდე მერყეობს. დასავლეთ აფრიკის კი შედარებით მსუბუქია. „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად გამონაყარით მიმდინარეობს, ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა, ძირითადად 7-14 დღის ფარგლებში გამოვლენით.



ინფექცია ძირითადად კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში. ახლა გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც. 100-მდე შემთხვევაა აღწერილი, სიკვდილი კი არ არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი ესპანეთსა და პორტუგალიაშია გამოვლენილი. ინფექცია გადადის როგორც წვეთოვანი, ისე სქესობრივი გზით, დაბინძურებული საგნების შეხებით, ამიტომ არის რეკომენდებული ამ მიმართულებით რიგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა. 1980 წლებამდე დაბადებულებს, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი „მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება. ინფექციის პირველი ნიშანი არის ცხელება და გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია სხვა დაავადებებისგან იდენტიფიცირება. ე.წ. მოგზაურობის შეზღუდვაზე განგაშის საფუძველი არსად არის. ჩვენ მივყვებით ჯანმოს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებს. განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up