რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციული სააღდგომო ეპისტოლით მიმართა.
პაპმა „საყვარელი უკრაინელი ხალხის" მშვიდობისთვის ილოცა, ღმერთს შეევედრა, რომ რუს ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს და საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინაში ომის დასრულება უსურვა.
„დაეხმარეთ ჩვენს საყვარელ უკრაინელ ხალხს მშვიდობის გზაზე და მოჰფინეთ აღდგომის ნათელი რუს ხალხს. ნუგეში ეცით დაჭრილებს და ყველას მათ, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა ამ ომის გამო, და ტყვეები მშვიდობიანად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და მთელი საერთაშორისოსაზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს “, – აღნიშნა რომის პაპმა.
ფრანცისკემ ისაუბრა სირიასა და თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლზე და სოლიდარობის გაგრძელების აუცილებლობაზე. ასევე, მშვიდობის დასამკვიდრებლად ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგის განახლებისკენ. ამასთან, რომის პაპმა აფრიკის ქვეყნებში სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.