დაფნის გადამამუშავებელი კომპანია ,,ლაურუსის“  წარმოება 50%-ით გაიზარდა

დაფნის გადამამუშავებელი კომპანია ,,ლაურუსის“ წარმოება 50%-ით გაიზარდა

access_time2021-11-09 11:00:01


დაფნის მიმდინარე სეზონს მეწარმეები წარმატებულად მიიჩნევენ. როგორც აღმოჩნდა, პანდემიურ პერიოდში დაფნა უცხოურ ბაზრებზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია. შესაბამისად, წარმოების ტემპიც გააქტიურდა.  ერთ-ერთი მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნის, შპს ,,ლაურუსის“  დირექტორის ივანე ჯალაღონიას ინფორმაციით, პროდუქციის ექსპორტი ძირითადად რუსეთსა და ჩინეთში იგეგმება. რაც შეეხება წარმოებას, ჯალაღონიას ინფორმაციით, შარშანდელ მაჩვენებელს 50%-ით გადააჭარბა.

 


რაც შეეხება პანდემიური პერიოდის ნეგატიურ გავლენას, დასაქმებას უკავშირდება, რადგან ინფიცირების შემთხვევების გამო შეიძლება თანამშრომელი მოულოდნელად გამოეთიშოს სამუშაო პროცესს. თუმცა, ივანე ჯალაღონიას თქმით, ამას წარმოებისთვის ხელი არ შეუშლია.

 


,,ნორმალური სამუშაო გარემოა, ინფიცირების შემთხვევების მიუხედავად, წარმოება არ გაგვიჩერებია. ამ ეტაპზეც 2 თანამშრომელი დაინფიცირდა, ვეხმარებით მათ საკვებით და სხვა საშუალებებით, რის საჭიროებაც აქვთ. რაც შეეხება წარმოების მასშტაბს, წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი წარმატებულია. პროდუქტი ძირითადად რუსეთსა და ჩინეთში გაგვაქვს. წარმოება 50%-ით გავზარდეთ. ჯამში 300 ტონაზე მეტი დაფნის შესყიდვა მოვახერხეთ. აქედან 207 ტონა რუსეთში, კერძოდ, ნოვოსიბირსკის ოლქში გადაიგზავნება, მინიმუმ 100 ტონა  ჩინეთში გავა. ჩინელ პარტნიორებთან ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ და ექსპორტს შეუფერხებლად ვაგრძელებთ“, - ამბობს ჯალაღონია ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება ფასს,  მეწარმეების ინფორმაციით, ჩინეთში 1 კგ. ქართული დაფნა 2,4 დოლარად იყიდება. გაცილებით მეტი ღირს ის რუსეთში, სადაც დაფნის საშუალო ფასი 3-3,50 დოლარის ფარგლებშია.




ადგილზე 1 კგ. დაფნის ფასი 5 ლარია.



აღსანიშნავია, რომ შპს „ლაურუსი“ 2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ფარგლებში 130 000 აშშ დოლარით დაფინანსდა. ქარხანა სამეგრელოში, სენაკის რაიონში მდებარეობს.



ამჟამად ,,ლაურუსში“  130 ადამიანია დასაქმებული.



შეგახსენებთ, რომ  დაფნის კულტურა დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ხალხი ტრადიციას უბრუნდება და მასიურად იწყებს მის მოშენებას, რითაც ქართული დაფნა, ფაქტობრივად, ახალ სიცოცხლეს იძენს.



აღსანიშნავია, რომ დაფნის მიმართ მზარდ მოთხოვნას მისი სასარგებლო თვისებები განაპირობებს. დაფნის ფოთოლი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. ის ეფექტური სამკურნალო მცენარეა მაღალი არტერიული წნევის დროს, ხსნის სპაზმებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, შველის გაცივებისას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, კანის მდგომარეობას, გამოდევნის სახსრებიდან მარილებს. დაფნა ამცირებს ორგანიზმში შაქრის დონეს, აქვეითებს მადას და ხსნის ტკივილს სახსრებში, ასევე ხსნის ტკივილს დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას; კარგი საშუალებაა ჭრილობის სწრაფად შეხორცებისთვის.



დაფნის ფოთლის შემადგენლობაშია: ვიტამინები - A, C, B, PP, სელენი, მანგანუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, სპილენძი და სხვა.
ასევე, ის შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, ორგანულ მჟავებსა და ეთერზეთებს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up