დაგეგმილია 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წლის ბიუჯეტში ამისათვის100 მილიონი ლარია გათვალისწინებული - ინფრასტრუქტურის მინისტრი

დაგეგმილია 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წლის ბიუჯეტში ამისათვის100 მილიონი ლარია გათვალისწინებული - ინფრასტრუქტურის მინისტრი

access_time2022-12-27 21:10:47

,,2022 წელი მნიშვნელოვანი იყო  საგანმანათლებლო და სკოლამდელი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისითაც. დასრულდა  45 ახალი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია  და დაიწყება 60 ახალი სკოლის მშენებლობა, იმ დიდი პროგრამის პარალელურად, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.



მინისტრის თქმით, იწყება ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ინიციატორი პრემიერ-მინისტრია. პროგრამის ფარგლებში, 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი და ამისათვის 2023 წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. 200 მილიონი ლარია გათვალისწინებულია, ასევე ახალი, ტურისტული  მდებარეობების განვითარების პროგრამისათვის.




ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა წარმატებით მიმდინარე „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინვესტიციამ უკვე 400 მილიონ ლარს გადააჭარბა. ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით უკვე განახლდა  600-მდე შენობა, მოწესრიგდა და მოეწყო საინჟინრო ქსელები და რეკრეაციული სივრცეები.



,,2023 წელს შეგვიძლია რეკორდული წელი ვუწოდოთ. 2021 წელს 2 მილიარდ 513 მილიონი ლარი  იყო ბიუჯეტის შესრულება, წელს უკვე 3 მილიარდს გადავაბიჯეთ და მომდევნო წლის ბიუჯეტიც 3 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია. ყველა მიმდინარე  უმნიშვნელოვანესი პროექტი გრძელდება და ახალი პროგრამები და პროექტებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვან მუხტს მისცემს, როგორც ქვეყნის ინფრასტრუქტურულ  განვითარებას, ასევე  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის გაზრდას და  ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.



მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც სამოქმედო გეგმით იქნა წარდგენილი და რომლის ფარგლებშიც  მოხდება მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის და  უფლებამოსილებების გზარდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up