„დაგვიანებული, მაგრამ სწორი და აუცილებელი“ - რესტორატორთა ასოციაცია „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებაზე

„დაგვიანებული, მაგრამ სწორი და აუცილებელი“ - რესტორატორთა ასოციაცია „მწვანე პასპორტის“ ამოქმედებაზე

access_time2021-11-09 10:00:00

„დაგვიანებული, მაგრამ სწორი და აუცილებელი“ - ასე აფასებს, რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 1-ლი დეკემბრიდან არავაქცინირებულ მოქალაქეებს ობიექტების უმეტესობაში შესვლა აეკრძალებათ.


ბურჯანაძის თქმით, ეს ბიზნესისთვის თავიდან რთული იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა გზა არ არსებობს.


,,ეს არის დაგვიანებული, მაგრამ სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ასეა სჯობს - გვიან, ვიდრე უფრო გვიან. ეს იყო ცვლილება, რომელიც აუცილებლად უნდა შემოსულიყო, რადგან არ გვქონდეს მეტი დანაკარგი როგორც ადამიანური, ასევე ეკონომიკური კუთხით. იმ კოვიდ სტატისტიკას, რაც დღეს ქვეყანაშია ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს, ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება გარდაუვლად მისაღები იყო, რომ თავიდან არ დავდგეთ ჩაკეტვის წინაშე. ეს არ არის ჩვენი ნოუჰაუ, მთელი მსოფლიო ამ რეალობაშია და სხვა გზა, გარდა მწვანე ზონების არსებობისა, ვერავინ იპოვა.


თავიდან ალბათ, იქნება პრობლემა ბიზნესისთვის, მაგრამ დროში სხვა გზა არ არსებობს, ერთ წრეზე რომ არ ვიტრიალოთ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ბიზნესის გადარჩენის გზაც ესაა. კონსულტაციები ხელისუფლებასთან წინასწარ გვქონდა და იქაც, ბიზნესი არ იყო ერთგვაროვანი“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



შეგახსენებთ, ე.წ. მწვანე პასპორტი 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება, - უწყებათშორისი საბჭოს ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა.


მისი თქმით, პირს „მწვანე სტატუსი აქვს“ თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, 24-სათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.


„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.



BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up