2010 წელს გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა Daimler-მა შეთანხმებას მიაღწია ალიანსთან Renault-Nissan-თან, რა დროსაც მიიღო ამ ალიანსის ორივე კომპანიის 3,1%, იმათმა თავის მხრივ ამდენივე პროცენტი წაიღეს Daimler-ისგან. ამ წლის გაზაფხულზე Rеnault-მაც და Nissan-მაც გაყიდეს თავისი წილი გერმანულ კომპანიაში, ამ მაგალითს მიჰყო ხელი ახლა Daimler-მაც, რომელმაც Renault-ში მისი წილი 305 მილიონი აქცია გაყიდა.
Renault-მა Daimler-ის აქციების გაყიდვიდან 1,15 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო, Nissan-მა კი 1,19 მილიარდი ევროს. მიუხედავად ერთმანეთის აქციებზე უარის თქმისა კომპანიები თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ.
როგორც ცნობილია Mercedes-Benz-ის A- და B-Class-ის მოდელები აღჭურვილია Renault-ს ძრავებით, ხოლო Renault Twingo იყენებს Smart-ის კომპონენეტებს, რომელიც Daimler-ს ეკუთვნის.
თუმცა, ამ კომპანიებს შორის ყველა პროექტი წარმატებული ვერ გამოდგა, მათ შორის იყო პიკაპი X-Class, რომელიც ბაზარზე ჩავარდა. ის აწყობილი იყო Nissan Navara-ს ბაზაზე, თუმცა კომპანიამ 2020 წლის მეორე ნახევრიდან ის უპერსპექტივოდ მოხსნა კონვეიერიდან, მისი წარმოების დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში.
ამასობაში კი Daimler-ის აქციების 9,69% ეკუთვნის ჩინურ Geely Holding Group-ს, რომელმაც 2021 წელს Daimler-ისგან Smart-ის აქციების 50% შეიძინა.