1-ლი თებერვლიდან გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ Daimler AG-მა რებრენდინგის პროცედურა დაასრულა და ამიერიდან იწოდება როგორც Mercedes-Benz Group AG. აღნიშნული ნაბიჯი გახდა კომპანიის სტრატეგიის ნაწილი, რომელიც გასულ წელს დაიწყო და სახელის გადარქმევით დასრულდა.
შიდა პროცესი 29 იანვარს დასრულდა, ეს დღე კი ემთხვევა ისტორიულ თარიღს, როცა კარლ ბენცმა მსოფლიოში პირველი შიგაწვისძრავიანი ავტომობილი დააპატენტა (1886 წლის 29 იანვარი). ხოლო 1-ელ თებერვალს კომპანიის ახალი სახელწოდება რეესტრში დაფიქსირდა.
კომპანიის რესტრუქტურიზაციის შედეგად შეიქმნა კიდევ ერთი კომპანია Daimler Truck, რომელიც დაიწყებს სატვირთოებისა და სხვა კომერციული ავტომობილების ოპერირებას. ამასთან, ახალი კომპანია Mercedes-Benz Group AG ლოგოს სახით გამოიყენებს ბრენდის ცნობილ სამქიამიანი ვარსკვლავის ემბლემას, ხოლო საფონდო ბირჯაზე მისი დასახელება მოხდება როგორც MBG.
Mercedes-Benz მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სააავტომობილო ბრენდების სამეულშია, Interbrand-ის 2022 წლის განახლებულ რეიტინგში მისი ბრენდის ღირებულება 50,8 მლრდ დოლარია და ჩამორჩება მხოლოდ Toyota-ს, რომლის ღირებულება 54,1 მლრდ დოლარია.
bpn.ge