დაინტერესებული ინვესტორები თუ შელახული რეპუტაცია - განსხვავებული ხედვები ანაკლიის პორტის ირგვლივ

დაინტერესებული ინვესტორები თუ შელახული რეპუტაცია - განსხვავებული ხედვები ანაკლიის პორტის ირგვლივ

access_time2022-11-18 11:30:48

საქართველოს მთავრობამ ახალი დოკუმენტი „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოაქვეყნა, რომელშიც მთავრობის მიზნეებსა და გეგმებზეა საუბარი. ერთ-ერთი მიმართულება, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, სადაც საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და ფოთის პორტის გაფართოებაზე, თუმცა მხოლოდ ერთხელ და ზოგადად.


„საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც გულისხმობს ეროვნული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მზარდ სისტემას, ახალ სარკინიგზო მარშრუტებს, საერთაშორისო აეროპორტებსა და გაფართოებულ საზღვაო ნავსადგურებს/ტერმინალებს, მათ შორის, ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების რეალიზებას“,  - ნათქვამია დოკუმენტში.


რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, „აბუ დაბის პორტების“ კორპორაცია დაინტერესდა. მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ კი ანაკლიის პროექტით იაპონური კომპანიები დაინტერესებაზე ისაუბრა. 


2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 2.850 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1.3 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული თანხიდან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე მომავალ წელს 151.8 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს იყო და 330 ათასი ლარი გახდება.



გაშვებულ შესაძლებლობად აღიქვამს ანაკლიის პორტის საკითხს „ანაკლია სითის“ ყოფილი ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი და ამბობს, რომ იაპონური მხარის მხრიდან პროექტის მიმართ ინტერესი პროექტის დასაწყისშივე იყო, სხვა ნაბიჯები კი რასაც სახელმწიფო დგამს არასაკმარისია.


„დღეს უკვე ყველამ დაინახა ამ პორტის საჭიროება, რადგან რა მარშრუტზეც დღეს საქართველო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, ცენტრალური აზიისთვის და ევროპისთვის, მათი სურვილია არსებობდეს რუსეთის ალტერნატიული გზა რეგიონში. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტვირთი ჩვენი გავლით წამოვა, მაგრამ არის როგორც ეკონომიურად მომგებიანი ასევე უსაფრთხოების მხრივ სასარგებლო საკითხები, ამიტომ ამ პროექტისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს და მხოლოდ სიტყვები არასაკმარისია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო ჩრდილოეთის გზები ჩამოვიდა სამხრეთით, სადაც შუა დერეფანი საქართველოა, ამიტომ ახლა ანაკლიის პორტის არსებობა ქვეყნის ეკონომიკისთვის გარდამტეხი იქნებოდა.


თუმცა, დღეს პროექტის ირგვლის არასახარბიელო გარემოა ანუ ის სასამართლო პროცესი, რაც ყოფილ ინვესტორ კომპანიას სახელმწიფოსთან აქვს და ასევე პროექტის შელახული რეპუტაცია“, — აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.


2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up