სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, სუდანის დედაქალაქ ხართუმის აეროპორტში, სადაც ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, დაიწვა ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სუდანის ავიაკომპანია Badr Airlines-ს აქვს იჯარით აღებული და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.
ტვიტერზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ერთ-ერთ თვითმფრინავს.
თუმცა, არის თუ არა ეს სწორედ Myway Airlines-ის კუთვნილი საჰაერო ხომალდი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე.
ვრცლად იხილეთ: radiotavisupleba