„დაკრედიტებას მხოლოდ მსხვილი კომპანიები შეძლებენ“ - როგორ აისახება 15-წლიანი სავალუტო სესხების აკრძალვა სამშენებლო სექტორზე

„დაკრედიტებას მხოლოდ მსხვილი კომპანიები შეძლებენ“ - როგორ აისახება 15-წლიანი სავალუტო სესხების აკრძალვა სამშენებლო სექტორზე

access_time2021-12-23 18:00:00

1-ლი იანვრიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრება. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიების შიდა განვადებებს არ შეეხებათ.



ეკონომისტი, აკაკი ცომაია ამბობს, რომ დაკრედიტებას მხოლოდ მსხვილი სამშენებლო კომპანიები შეძლებენ, რომელთა კაპიტალიზაციაც ბაზარზე ისედაც მაღალია.



,,სებ-ის ამოცანა აბსოლუტურად გასაგებია. მათ სურთ, გაძვირებული რეფინანსირებული სესხების პირობებში, არ გაიზარდოს ქვეყანაში დოლარში სესხების რაოდენობა. რაც უფრო მეტია ლარში გაცემული სესხი, მით მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია ეკონომიკაზე ეროვნულ ბანკს. თითოეული ადამიანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, პროგნოზს ვერავინ გააკეთებს. ვის ურჩევნია 10 წლით სესხი ლარში, ან 15 წლით დოლარში, ეს ყველა ინდივიდის პიროვნული გადაწყვეტაა.




15-წლიანი სესხის შემთხვევაში მომხმარებელს უწევს მეტის გადახდა, მაგრამ შედარებით მცირდება ყოველთვიური გადასახდელი თანხა. აქ კიდევ ბევრი ცვლადი ფაქტორია, რაც გადაწყვეტილებას განაპირობებს. ინფლაცია, ლარის კურსი და ა.შ. ეს ეკონომიკაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, მხოლოდ პირად არჩევანზე და მშენებლობის სექტორზე. მცირე სამშენებლო კომპანიები ისედაც ბანკის მეშვეობით აკეთებდნენ ამ ყველაფერს. კომპანიებს კი, რომლებსაც ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვთ და თავად შეუძლიათ დააკრედიტონ საკუთარი მომხმარებლები, ამ ცვლილებით ექნებათ სარგებელი. შედეგად, გამოდის, რომ დაკრედიტებას მხოლოდ მსხვილი კომპანიები შეძლებენ“, - განაცხადა ცომაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.



ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 8 დეკემბერს მიიღო. ცვლილება 2022 წლის იანვრიდან შევა ძალაში.



bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up