ბათუმის ბულვარში არსებულ იაპონურ ბაღში ფანჩატურის მოწყობის მიზნით სსიპ ბათუმის ბულვარმა ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 500 ლარია. წინადადებების მიღება 31 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.
როგორც შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებშია ნათქვამი ფანჩატური უნდა იყოს რვაკუთხა, „დამჯდარი“ წითელი ფერის, კონსტრუქციის სიმაღლე, ცენტრიდან სახურავის წვერომდე 4.5 მ. კონსტრუქცია უნდა შედგებოდეს ბოძებისგან, მოაჯირებისგან, სახურავისგან და ინტერიერში, მოაჯირის გასწვრივ, უნდა იყოს ასევე რვაკუთხა დასაჯდომი გრძივი სკამი.