„რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით“ -  საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და კორუფციული საფრთხეები

„რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით“ - საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და კორუფციული საფრთხეები

access_time2022-06-22 14:45:40

„ჩვენ ელექტროენერგიის 15%  შემოგვაქვს გარე წყაროდან, შარშან ყველაზე მეტი შემოვიტანეთ აზერბაიჯანიდან, ხოლო რუსეთიდან დაახლოებით მესამედი და ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ არის კომფორტული, იმიტომ რომ ელექტროენერგია მყისიერი პროდუქტია და თუ რამე შეფერხება მოხდა მას ვერ შეინახავ და ვერ დააგროვებ“, - ამის შესახებ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის (WEG) დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა  რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით წლიური მოხმარების რიცხვი ზამთარში კიდევ უფრო ძლიერდება და გაზზე  დამოკიდებულებით კიდევ უფრო რთულდება.

 

„მოკლე  ვადაში ალტერნატიულო წყაროს მოძიება  შესაძლებელია, ოღონდ  აქ  სხვა მეზობლების იმედზე  უნდა ვიყოთ ან მომხმარებელი უნდა შევზღუდოთ, მაგრამ არ  დავიქცევით ისე, როგორც  ეს 2006  წელს მოხდა, როდესაც რუსეთმა ერთდროულად აგვიფეთქა გაზსადენი და ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზი. დღეს დაცვის  ღონისძიებები არსებობს და ასეთი  რამე  ნაკლებად  მოსალოდნელია. თუმცა, სამუშაო უამრავია, ჩვენი სიმძლავრეები საკმარისი არ არის და დამოკიდებულები ვართ გარე წყაროებზე და  და ევროკავშირის საბაზო მოთხოვნებსაც  ვერ  ვაკმაყოფილებთ.


გარე იმპორტიდან, რომელიც 15% ია , რუსეთის წილი 4-5%-ია, ამაში  შედის ოკუპირებული აფხაზეთიც, რომელიც ძალიან სპეციფიკური და არაპროგნოზირებადია, იმიტომ რომ ენგურჰესი მათ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და იქ რა შეიძლება მოიმოქმედონ და რა პროვოკაცია მოხდეს, ამას პოლიტიკოსების და  უსაფროების ექსპერტების  ანალიზი სჭირდება. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი  გამოწვევა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით არის ის, რომ ამაზე  მუშაობა არც მიმდინარეობს“, -  აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა. მისივე თქმით, აფხაზურ მხარეს განუსაზღვრელი რაოდენობის ენერგორესურსი მიაქვს, მისივე თქმით  ეს არის შავი ხვრელი, რომელიც უნდა დარეგულირდეს.

 

„ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა და  კონკურენტული გარემოს შექმნა, ნაკლები საფრთხე  იქნება იმისა, რომ რუსული მხარე იქნებ ეს, თუ რომელიმე სხვა, გაზის მოწოდებას არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყნის ძირითად ღირებულებებზე მოახდინოს გავლენა“, -  აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.


მარგველაშვილმა საქართველოში რუსული კაპიტალის აქტივებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აქ არიან ორი ტიპის ორგანიზაციები, ეს არის რეგულირებადი  საწარმოები და ლიცენზირებადი  საწარმოები, რომლებიც სრულიად  ექვემდებარება  სემეკ-ის  იურისდიქციას.


 

„სემეკ-ს აქვს იმის  ბერკეტები, რომ  თუ  რაღაც პრობლემა  შეექმნება  საწარმოს ფუნქციონირებას, მას შეუძლია ჩაერიოს და დანიშნოს თავისი მმართველი, ასეთი პრეცედენტი გვქონდა „თბილისი ენერჯისა“ და „ყაზტრანსგაზის“ შემთხვევაში, ამ მხრივ ეს კომპანიები დაცულია. მაგრამ სხვა მხრივ არ არის საიდუმლო ის, რომ  რუსეთის კაპიტალი მოდის არაფორმალური კავშირებით და კორუფციული გარიგებების საფრთხე იქმნება, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი კონტროლის გააქტიურება და საჭიროა ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

 

მარგველაშვილის ასევე აცხადებს, რომ ენერგეტიკული სფეროს გარკვეული ასპექტები არ არის გამჭვირვალე, მაგალითად რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ხელშეკრულებები არ არის გამჭვირვალე და ეს საკითხი სემეკი-სგან უნდა რეგულირდებოდეს.


„იქ  იქმნება  გარკვეული გარიგებების შესაძლებლობა, რაც  შეიძლება ქვეყნის საზიანოდ იქნას გამოყენებული და პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებზე მოახდინოს  გავლენა.


ეს არ  ეხება  მარტო რუსეთს, ეს ეხება გაზის  სექტორსაც, დიდი პრობლემა  გვაქვს აზერბაიჯანული გაზის შემთხვევაშიც. 2007 წლის  მერე  აზერბაიჯანულ მხარეს  შეუძლია  თავისი  შეხედულებისამებრ  ჩვენ  ორგანიზაციებს  ტარიფი დაუწესოს და რით  რეგულირდება ეს არ  არის  ცნობილი, ისევე როგორც დახურულია  ხელშეკრულება  „სოკართან“,  როდესაც  ორი  შუამავალი კომპანიის  საშუალებით  ხდება  მათთვის  გაზის  გადაცემა მთელი ეს სისტემა გამჭვირვალე უნდა იყოს. ამასაც  სჭირდება  ევროკავშირის  კანონმდებლობაზე  მორგება.


ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალე კონკურენტული გარემოს შექმნა და მაშინ ნაკლები საფრთხე იქნება იმისა, რომ რომელიმე მხარე იქნება  ეს  რუსული თუ რომელიმე სხვა მხარე  ამ გაზის მოწოდებას  გამოიყენებს იმისთვის, რომ  ქვეყნის  ძირითად  ღირებულებებზე მოახდინოს გავლენა“,  - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up