კიევის ხელმძღვანელობამ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხალხმრავალი საზოგადოებრივი ღონისძიებები და შეკრებები აკრძალა.
დედაქალაქში ორშაბათიდან ხუთშაბათამდე დიდ ჯგუფად შეკრება სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო იკრძალება.
ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოსკოვმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის, შესაძლოა, „რაღაც განსაკუთრებით მახინჯი, განსაკუთრებით მანკიერი“ სცადოს.