დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის

access_time2022-05-25 16:40:19

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

 

კერძოდ, გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. დამატებითი ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, სადაც მიმართულება შეიცვლება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით.

 

ასევე, რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს, 06:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და  რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.

 

გარდა ამისა, ცვლილება შეეხება ავტობუს N308-ს პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას. აღნიშნული ავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ განაგრძობს, ხოლო უკუმიმართულებისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, კოსტავას ქუჩით გზას უკვე დადგენილი სქემით განაგრძობს.

 

ავტობუსი - N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობა უცვლელი დარჩება.

 

გარდა დამატებითი ცვლილებებისა, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობაზე უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები: 


 

მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის,  ჭოველიძის,  ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და  ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვებია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და  შანიძის ქუჩების გავლით. 

 

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

 

ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358,  N388, N397 ასევე მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541,  მელიქიშვილის ქუჩიდან  ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან  ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

 

ავტობუსები: N301, N306,  N331, N337, N345, რომლებიც ვახტანგ  გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ  რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან  რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ არსებული სქემით.

 

მიკროავტობუსები: N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ  ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ  თაბუკაშვილის,  ჭანტურიას,  ვირსალაძის,  ბროსესა და  ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან  მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

 

ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსები: N547, N580, გორგასალის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით.

 

ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით.

 



თეგები:
26 მაისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up