„დანაზოგი მობაილ ბანკში ინფრასტრუქტურის განახლების შემდეგ ისევ გამოჩნდება“ - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტო პერიოდულად ახორციელებს საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტურქტურის განახლებას - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.