„დანიური სახლის“ შენობის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

„დანიური სახლის“ შენობის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

access_time2022-03-29 12:00:32

თბილისის ცენტრალურ უბანში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსში შენდება. ყოფილი „დანიური სახლის“ შენობის ნაცვლად, ტერიტორიაზე სავაჭრო საოფისე სივრცე აშენდება. მჭიდროდ ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოში პროექტით განსაზღვრულია 6–სართულიანი შენობის მშენებლობა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 29 მეტრი იქნება. პროექტს შპს „გიზა კაპიტალი“ ახორციელებს.

 



არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა გასული წლის თებერვალში გასცა. მანამდე, 2020 წელს, შპს „გიზა კაპიტალმა“ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი მოითხოვა.

 

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ შენობის -1, 0 და +1 სართულზე კომერციული ფართები იქნება განთავსებული, ხოლო მე-2, მე-3, მე-4 და მე- 5 სართულზე საოფისე ფართები.

 

დოკუმენტში წერია, რომ შენობის ექსტერიერი გადაწყვეტილია მინის დაკიდებული რომბისებური ფასადის სისტემით, ხოლო თვითონ მოცულობაც და მისი გეომეტრიაც დინამიურია და კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამგვარ ექსტერიერის არქიტექტურულ გადაწყვეტას. შენობის უკანა ფასადი კი ამავე რომბისებური ფორმის ალუმინის პანელებით არის მოპირკეთებული.

 



შპს „გიზა კაპიტალი“ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2012 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და წილის 50%–ის მფლობელი გიორგი თავდიშვილია, ხოლო დანარჩენ 50% ნანა აროშიძეს ეკუთვნის.

 

აღსანიშნავია, რომ გარდა ცენტრალური უბნისა, გიორგი თავდიშვილს მშენებლობები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში აქვს. ბიზნესმენი ძველ თბილისში, კრწანისის რაიონში 75–ნომრიან სასტუმროს აშენებს. ასევე სასტუმრო კომპლექსს აშენებს ჭილაძის ქუჩაზე. პროექტი მოიცავს ორი ბლოკისგან შემდგარ სასტუმროებს „holiday inn express“-სა და „ameri plaza“-ს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ვებსაიტის www.companyinfo.ge-ის მიხედვით გიორგი თავდიშვილი ბიზნეს საქმიანობის სია საკმაოდ ვრცელია:



 



შპს ჯი-თი გრუპ - 33%;

შპს ევროპროდუქტი - აღმასრულებელი დირექტორი;

შპს ოლდ სითი გრუპი - დირექტორი - 25%;

შპს ჯი თი ჯი კაპიტალი - დირექტორი - 34%;

შპს ამერი პლაზა ჰორეკა ჯგუფი - დირექტორი;

შპს ამერი დეველოპმენტი -  დირექტორი 20%;

შპს ზეკარი - დირექტორი - 100%;

შპს ამერი - დირექტორი - 100%;

შპს ვესტინვესტი - 33.33%;

შპს იმპექს-ჯორჯია - 50%;

შპს გიზა კაპიტალი დირექტორი - 50%.

 

საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს მიერ შექმნილი სატენდერო მონიტორის ინფორმაციით, მის ერთ-ერთ კომპანიას შპს „ჯი-თი გრუპ“-ს დღემდე 148 260 594 ლარის 160 ტენდერი აქვს მოგებული. კომპანიას სახელმწიფო უწყებებთან 722 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 2 951 832 ლარია.


ბიზნეს პარტნიორებს „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ 120 000 ლარი აქვთ შეწირული, ხოლო სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარი.

 

შპს ჯი თი ჯი კაპიტალი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას არ იღებს. თუმცა ამ კომპანიასაც ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის 120,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარი.

 

შემოწირულებით გიორგი თავდიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია გამოირჩევა. „ამერი დეველოპმენტის“ მეწილეებმა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს -  180 000 ლარი შესწირეს, ხოლო პარტია „საქართველო არ იყიდება“-ს 120 000 ლარი.


შპს „ვესტინვესტი“ - ამ კომპანიასთან დაკავშირებული პირებმა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ 60 000 ლარი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირეს.

 

ბიზნესმენთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ შპს „ევროპროდუქტმა“ 19 სახელმწიფო გამარტივებული შესყიდვიდან 336 914 ლარი მიიღო.

 

მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განმახორციელებელი „გიზა კაპიტალი“ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს პარტია „საქართველო არ იყიდება“-თვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up