დანიური საინვესტიციო ბანკი, Saxo Bank რუსეთიდან და ბელარუსიდან კლიენტების მომსახურებას, ამ ქვეყნების მიმართ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, წყვეტს. ბანკის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.
„ეს არის კლიენტების მცირე რაოდენობა და გადაწყვეტილება მიღებულია მკაცრი სანქციების საფუძველზე, რაც უკრაინაში რუსეთის საშინელი შეჭრის შედეგად ორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდა,“ - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
პარასკევის მდგომარეობით, მომხმარებლებმა რუსეთიდან ან ბელარუსიდან Saxo Bank-ში ახალი პოზიციების გახსნა ან მიმდინარე პოზიციების ზომის გაზრდა ვეღარ შეძლეს. ბანკში აცხადებენ, რომ მომსახურების სრული შეწყვეტა ძალაში 8 ივნისს შევა.
მანამდე ეს კლიენტები ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების მოხსნას კვლავ შეძლებენ, თუმცა ტრანზაქციები მკაცრად გაკონტროლდება.