„დანკინი“ საკუთარ ადგილობრივ საწარმოში პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს

„დანკინი“ საკუთარ ადგილობრივ საწარმოში პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს

access_time2022-03-22 12:25:09

„დანკინის“ ქსელი 2022 წლის ბოლომდე საქართველოში 100 რესტორნით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, კომპანიის ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, იმპორტირებული პროდუქტი ჩაანაცვლა და წარმოების სრული ლოკალიზაცია მოახდინა, ტექნოლოგიურ ხაზებს აფართოვებს და პროდუქციის ასორტიმენტს ზრდის.  


დანკინის ადგილობრივი საწარმო ყოველდღიურად ახალი,  50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი ამოცანაა  ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს. 


“დანკინი“ სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ არ ვართ კლასიკური „სწრაფი კვების“ რესტორნების ქსელი. ჩვენ სწრაფად ვამზადებთ და სწრაფად ვემსახურებით და ამას ვაკეთებთ ყო­ველ­დღი­უ­რად ახა­ლი, უმაღლესი ხარისხის, ადგილობრივი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით ადგილობრივ საწარმოში შექმნილი უსაფრ­თხო კერ­ძე­ბით.


ქ. თბილისში არსებული „დანკინის“ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­წარ­მო  საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ყოველდღიურად ახალი პროდუქტი და გვქონდეს ფართო ასორტიმენტი. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენი რესტორნების ქსელის სტუმრებს, რომელთაც შეიყვარეს „დანკინი“ და მათთვის ჩვენი პროდუქტები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებად იქცა“, აღ­ნიშ­ნა „დანკინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.



“დანკინის“ საწარმოში დავამატეთ ახალი ტექნოლოგიები და დონატებისა და ფრანგული ხაზის გარდა, რომელიც, თავის მხრივ, 22 სახეობის უგემრიელესი დონატის, კრუასანების, პლიეს მომზადების საშუალებას გვაძლევს ყოველდღიურად, ჩვენ შევძელით გაგვევითარებინა პიცის მიმართულება და ქართული საცხობის ხაზი. შესაბამისად, დღეს „დანკინში“ არა მხოლოდ ქალაქში საუკეთესო ყავა, არამედ 50-მდე სახეობის ყოველდღიურად ახალი სენდვიჩი, ჰოთდოგი, საცხობი თუ საკონდიტრო ნაწარმია. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ  ხშირად დავამატოთ ახალი პროდუქტები ჩვენს ასორტიმენტს. 2022 წლის მანძილზე ჩვენს ერთგულ  მომხმარებელს „დანკინისგან“ ბევრი სიახლე ელის“, - განაცხადა დან­კინის სა­ო­პე­რა­ცი­ო დი­რექ­ტორ­მა უჩა ჩიხლაძემ.


დან­კინი ლე­გენ­და­რუ­ლი ამერიკული ბრენ­დია, რო­მე­ლიც ყოველდღიურად მსოფლიოში რამოდენიმე მილიონ ადამიანს ემსახურება.


2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up