დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ორი უწყების ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ორი უწყების ანგარიში მოისმინა

access_time2022-06-06 22:00:00

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2021 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ორი უწყების ანგარიში მოისმინა.



საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) წლიური ანგარიში კომიტეტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა.



ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.



მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე; ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს განვითარებაზე; საბანკო ზედამხედველობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და ფინანსურ განათლებაზე; ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის თაობაზე; საგადასახადო სისტემების ფუნქციონირებისა და სხვა საკითხებზე.



მან ასევე ყურადღება გაამახვილა ინფლაციის მიზეზებზე, რომელიც ძირითადად COVID-19-ის გამო შექმნილი არაორდინარული გლობალური ვითარება იყო. „მაღალი ინფლაციის მიზეზი მსოფლიოში ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა იყო, რაშიც სურსათის გაძვირება გამოირჩეოდა. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფლიოში 2021 წელს სურსათის საშუალო ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე უმაღლეს ნიშნულზე იყო. მობილობის აღდგენასთან ერთად, გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და ფასები საერთაშორისო ბაზრებზე. მსოფლიოში ნავთობის ფასები წლის განმავლობაში თანდათან მატულობდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზეც აისახებოდა“, - განაცხადა ფასების მატების ტენდენციასთან დაკავშირებით არჩილ მესტვირიშვილმა.



მან ასევე აღნიშნა, რომ ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაცაა. მან საანგარიშო პერიოდში 2021 წ ინფლაციის აღმნიშვნელი შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებიც წარადგინა. „ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.




მისივე თქმით, - 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწის, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებისა და რიგი საზედამხედველო მიმართულებების გაძლიერებისთვის აქტიურ მუშაობას განაგრძობდა. ბანკის მიერ შემუშავდა რეგულირებად სფეროში კონკურენციის საკითხების მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა და გატარდა ღონისძიებები ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეულმა სამუშაომ საერთაშორისო აღიარება, გასული წლების მსგავსად, 2021 წელსაც მოიპოვა და 2021 წელს, ჯერ კიდევ მიმდინარე გლობალური პანდემიის უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.



ანგარიშთან დაკავშირებით კომიტეტის შესაბამისი დასკვნა ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებთან ერთად გადაეგზავნება.



კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიში სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გააცნო დეპუტატებს.



ირაკლი ლექვინაძემ საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა განხორციელებამაც დადებითი ასახვა ჰპოვა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და შედეგებზე. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა 2021 წელს ჩატარებული 5 მოკვლევის პროცესზე, რაც მომხმარებლების საჩივრის საფუძველზე კონკრეტული საგამოძიებო პროცესის წარმოებას ნიშნავს.



მან ასევე ისაუბრა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.



„მოხარულები ვართ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ რეკომენდაციების დანერგვის მიმართულებით“, - აღნიშნა მომხსენებელმა. მისი განცხადებით, დაწყებულია და გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ ანგარიშს.



„გასული წლების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დაძლეულია. ახალი 2022 წლის მთავარი მიზანი ისევ ჩვენი უწყების ნდობის, რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქციის ეფექტიანი აღსრულება იქნება. ჩვენი უწყება წელსაც მზად არის მიიღოს საჭირო, სასარგებლო და, რაც მთავარია, სამართლიანი გადაწყვეტილებები ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.



კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვას.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up