დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელა

access_time2021-11-01 21:30:00

ბიუჯეტისა და ზოგადად საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობისა და გამჭვირვალობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი თქმით, საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობისა და გამჭვირვალობის მხრივ ჩვენს ქვეყანას კარგი პრაქტიკა და კარგი საერთაშორისო რეიტინგები აქვს, თუმცა არის კიდევ გაუმჯობესების სივრცე გარკვეული მიმართულებებით. ცვლილება გარდამავალ დებულებებს ეხება, კერძოდ საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ხაზინის მომსახურებაზე გადასვლას და შესაბამისად მათი ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშვალდებულების და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას. ასევე, სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის პროცესს.



გიორგი კაკაურიძის განმარტებით, „2015 წლიდან ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი გადავიდა ხაზინის ერთიან სისტემაზე, დარჩენილია მხოლოდ საჯარო სკოლები და რამდენიმე ბაღი. 2022 წლის 1 იანვრიდან ყველა საჯარო სკოლა უნდა ყოფილიყო გადასული, მაგრამ ამას ესაჭიროება შესაბამისი ტრენინგები, რაც პანდემიიდან გამომდინარე შეფერხდა, ამიტომ ეს სავალდებულოობა 2024 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. თუმცა, ამ პერიოდში ტრენინგების კვალდაკვალ გადავიყვანთ საჯარო სკოლებს ხაზინის მომსახურებაზე, ისე, რომ 2024 წლისთვის უკვე ყველა საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი იქნება ამ სისტემაში ჩართული“.



მისივე თქმით, მეორე მიმართულებას სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის გათვალისწინებით, სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ოპერაციების საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში ასახვა წარმოადგენს.



მოცემული კანონპროექტი სწორედ ამისთვის ქმნის სამართლებრივ საფუძველს.



სხდომაზე კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.




საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის თქმით, ხელშეკრულებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივლისში და გულისხმობს შემოსავალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის პრევენციას.



მსგავსი ხელშეკრულება საქართველოს დადებული აქვს 57 ქვეყანასთან.



ხელშეკრულება მოიცავს დებულებებს, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას.



კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.



სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს მოქალაქე დავით მებაღიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საკვების ბანკის შექმნის“ თაობაზე.



საკითხი ეხება საკვების ბანკების შექმნას სიღარიბისგან გამოწვეული შოკების შემცირების მიზნით.



როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დასკვნის თანახმად, ამ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება პროექტის შემუშავება.



გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დასკვნის მიხედვით საკითხი საჭიროებს დამუშავებას სურსათის უვნებლობის კუთხით.



ამავე საკითხთან დაკავშირებით მუშაობს აგრარულ საკითხთა კომიტეტიც.



შესაბამისად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში გააგრძელოს მუშაობა ზემოაღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up