„დარწმუნებული ვარ რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება“ -  მიხეილ ლომთაძე პირველ კომენტარს აკეთებს

„დარწმუნებული ვარ რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება“ - მიხეილ ლომთაძე პირველ კომენტარს აკეთებს

access_time2022-01-06 20:05:58

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს უმსხვილესი ფინტექ-კომპანიის Kaspi.kz-ის CEO მიხეილ ლომთაძე. წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი საკუთარ მომხმარებლებს მიმართავს და ამბობს, რომ მისი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, რომ მათი სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.  საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე იმ მნიშვნელოვან კითხვებს სცემს პასუხებს რომელიც Kaspi.kz-ის მომხმარებლებს აქვთ.  ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება და ყაზახეთი  ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. „კომერსანტი“ მიხეილ ლომთაძეის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

 

„ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო,

 

კომპანია კასპი თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. დარწმუნებულები ვართ და იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და ყველა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს და ახლობლებს.

 

გულწრფელად ვწუხვარ, რომ თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ჩვენი ყველა სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო რიგ რეგიონებში ინტერნეტ კავშირი გამორთულია.

 

ნება მომეცით ვუპასუხო 5 მნიშვნელოვან შეკითხვას:

 

1. რატომ ვერ ვხსნი მობილურ აპლიკაციას.

 

მობილური აპლიკაცია მუშაობას. გარკვეული რეგიონის მაცხოვრებლები ვერ ხნიან აპლიკაციას ინტერნეტ კავშირის გამორთვის გამო. როგორც კი კავშირი აღდგება, ჩვენი ყველა სერვისთ სარგებლობას თქვენ შეუზღუდავად შეძლებთ.

 

2.რატომ არ მუშაობენ ბანკომატები და რატომ არ შემიძლია ფულის გამოტანა?

 


ბანკომატები არ მუშაობენ იქ, სადაც არ არის კავშირი. ასევ, გასაგები მიზეზების გამო გართულებულია ინკასაცია. თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. ამ სიტუაციაშიც, ჩვენი გუნდი ცდილობს, სადაც შესაძლებელია ბანკომატებმა იქ გამართულად იმუშაონ.

 

3. რატომ არ მუშაობენ ფილიალები?

 

ეროვნული ბანკის განცხადებით და რეგულაციით, ყველა ბანკის მუშაობა დროებით გაჩერებულია. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ფინანსური ორგანიზაციების თანამშრომლების უსაფრთხოების გამო.

 

ჩვენი რამდენიმე ფილიალი დაარბიეს. ფილიალები დავხურეთ, თანხა იქ არ ყოფილა. მაროდიორებმა ჩაამსხვრიეს ვიტრინები და დაამტვრიეს ტექნიკა, მაგრამ ამას ძალიან სწრაფად აღვადგენთ. მთავარი არის ის, რომ არც ერთი თანამშრომელი და მომხმარებელი არ დაზარალებულა.

 

4. შექმნილი მდგომარეობის გამო სესხის თანხა ვერ შემაქვს, დამერიცხება თუ არა ჯარიმა?

 

შეგიძლიათ არ იდარდოთ. ჩვენ მდგომარეობის დასტაბილურებამდე შევაჩერეთ ჯარიმის დარიცხვა. ახლა ყველაზე მთავარი არის მშვიდობა და უსაფრთხოება.

 

5. რა დაემართება ჩემს ფულს და ანაბარს?

 

მეანაბრეებს ფული უსაფრთხოდაა შენახული. ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ მომხმარებლებს იმედებს არასდროს ვუცრუებთ.

 

დარწმუნებული ვარ რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება. ჩვენი გუნდი მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს.

 

ჩვენ თქვენთან ვართ!

 

მშვიდობის სურვილით, თქვენი მიხეილი“, - განაცხადა  ქართველმა ბიზნესმენმა.


ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალიზაციით უმსხვილესი ფინტექ-კომპანიის Kaspi.kz აქციები ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის მინორიტარულ აქციონერთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოსავალი Kaspi.kz-მა დაკარგა  - 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად კომპანიის დანაკარგმა 30% შეადგინა.

 

ამასთან, ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, Forbes-ის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილმა 46 წლის ქართველ ბიზნესმენს მიხეილ ლომთაძეს კვლავ გადაუსწრო. მიხეილ ლომთაძემ საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის სტატუსი დაკარგა. გამოცემა წარმოშობით ქართველი ბიზნესმენის ქონებას $ 3,1  მილიარდად აფასებს. ბოლო მონაცემებით მან $ 2.1 მილიარდი დაკარგა და უმდიდრეს ადამიანთა სიაში 1036-ე ადგილზე გადაინაცვლა.

 

მასშტაბური პროტესტი ყაზახეთში საწვავის ფასების მატების გამო დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up