აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინი დარწმუნებულია, რომ შვედეთი ნატოს წევრი ივლისში გახდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სიტუაცია მალე მოგვარდება.
„მე ვუერთდები ალიანსის სხვა 30 თავდაცვის მინისტრს და ვიცი, რომ ისინიც იგივეს გრძნობენ“, - თქვა ოსტინმა სტოკჰოლმში შვედეთის თავდაცვის მინისტრთან პალ იონსონთან საუბრისას.
4 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცონ ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადი.