პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს და ხვალინდელი თამაშის წინ ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გამარჯვებას უსურვებს.
„ხვალ, 7 სექტემბერს, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულს“ ეთამაშება. კვარა, თავის დროზე, „თბილისის დინამომ“ მრისხანე „ლივერპული“ 3:0 დაამარცხა. დარწმუნებული ვარ, ხვალ მათ შენ დაამარცხებ!
წარმატებები ჩემი და საქართველოს სახელით!“, აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
(NS)