დასაქმების ზრდა 35%-ით თვითდასაქმებულების ხარჯზე მოდის -  ირაკლი მაკალათია

დასაქმების ზრდა 35%-ით თვითდასაქმებულების ხარჯზე მოდის - ირაკლი მაკალათია

access_time2022-08-19 15:00:32

2022 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა, — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.



2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.



მიზეზებზე „კომერსანტთან“ ეკონომიკის დოქტორმა, ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა, მისი თქმით პირველ რიგში როდესაც საუბარია უმუშევრობის დონის შემცირებაზე, თუ ამას პოზიტიურად განვიხილავთ ის დასაქმების დონის ზრდაზე უნდა აისახოს. მისივე თქმით სწორი ინტერპრეტაციისთვის კვარტლების შედარება არ არის საკმარისი, რადგან მაჩვენებლები შესაძლოა სეზონური ხასიათის იყოს.



„პირველ რიგში როდესაც ვსაუბრობთ უმუშევრობის დონის შემცირებაზე, თუ ამას პოზიტიურად განვიხილავთ ის უნდა აისახოს დასაქმების დონის ზრდაზე. როდესაც კვარტლებით ვადარებთ ეს ზუსტ შედეგებს და სწორი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. სწორი ინტერპრეტაციისთვის საჭიროა, რომ საშუალო წლის მაჩვენებლები შევადაროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ კვარტალური მაჩვენებლები შეიძლება სეზონური ხასიათის იყოს და ამიტომ გარკვეულ ცდომილებებს ან ცვლილებებს იწვევდეს. თუმცა მიზეზებს რაც შეეხება აქ უმუშევრობაზე როცა ვსაუბრობთ, თუ მას პოზიტიურად  განვიხილავთ და ეს უმუშევრობის შემცირება ნიშნავს დასაქმების დონის ზრდას. დასაქმების მაჩვენებელს, რომ ვნახავთ ამ მეორე კვარტალში წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 2,1% -ით არის გაზრდილი და ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს.


ახლა თვითონ დასაქმების დონის ზრდის გამომწვევ მიზეზებს თუ განვიხილავთ ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ მთავრობამ დაიწყო  სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება და ამ პროგრამით 20 000 ადამიანი დასაქმდა. რამდენად მოხვდა ეს კვლევაში არ ვიცი, თუმცა დიდწილად  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანების სამუშაო ძალაზე დამატებამ, მოგცა  დასაქმების დონის ზრდა. თუ შევხედავთ ორ კატეგორიას, დაქირავებულებს და თვითდასაქმებულებს, ვნახავთ რომ დასაქმების  დონის ზრდაში  დაქირავებით დასაქმებულის  ზრდა 31% -ით მონაწილეობდა და 35% - ით  თვითდასაქმებულები,  ანუ დასაქმების ზრდა  35%-ით  თვითდასაქმებულების ხარჯზე მოდის და თვითდასაქმებულებს, რომ დაბალი  შემოსავლები აქვთ და კეთილდღეობას ვერ ქმნიან ეს  უკვე  გავლილი თემაა.


გარდა იმისა, რომ უმუშევრობის შემცირების მცირე პროცენტული მაჩვენებელი გვაქვს, ამავე  დროს უმუშევრობის შემცირებაზე იმოქმედა სამუშაო  ძალის  შემცირებამ,  რადგან  მეორე კვარტალში  წინასთან  შედარებით 15+ მოსახლეობის  რაოდენობა შემცირდა და შესაბამისად  გადაანგარიშების დროს შეფარდებამ მოგვცა ის, რომ უმუშევრობის დონე  შემცირდა,  და  აქედან გამომდინარე  არ არს პოზიტიური მაჩვენებელი“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.


2022 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით.


“კომერსანტს“ „საქსტატში“ განუცხადეს, რომ კონკრეტული სფეროები და დარგები, თუ რის ხარჯზეც მოხდა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნდება 2023 წლის მაისში. 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up