2022 წლის IV კვარტალის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.8 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 36.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699.5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 086.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.5 პროცენტით მეტი).
2022 წლის IV კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487.0 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 007.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 165.3 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 602.1 ლარი.