„დასაქმებულთა ხელფასი რეგიონში საშუალოზე მაღალია“ - „საირმის“ დირექტორის მოადგილე

„დასაქმებულთა ხელფასი რეგიონში საშუალოზე მაღალია“ - „საირმის“ დირექტორის მოადგილე

access_time2023-02-13 18:30:27

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლებმა კომპანიის შენობასთან, სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყეს. მოთხოვნების ჩამონათვალი 10 პუნქტს მოიცავს, რომელთა შორისაა ხელფასების 30%-იან ზრდა, საქსტატის მონაცემების შესაბამისად ხელფასების ყოველწლიურ ინდექსაცია, საპენსიო გადასახადის დამსაქმებლის მიერ დაფარვა, ღირსეული და უსაფრთხო შრომით პირობები და სხვა.


„საირმის“ დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უშუალოდ წარმოებაში დასაქმებულთა ხელფასი რეგიონში საშუალოზე მაღალია და კომპანია კანონით განსაზღვრულ საპენსიო გადასახადსაც იხდის.


„პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას მხოლოდ თანამშრომელთა ნაწილი იღებს. მეორე ნაწილი განაგრძობს მუშაობას და წარმოების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, სასურველი იქნება, რომ გაფიცულმა თანამშრომლებმა მომუშავე თანამშრომლებს მუშაობის პროცესში ხელი არ შეუშალონ. საუბარია იმაზე, რომ მედიაციის პროცესი დამთავრდა, თუმცა პროცესი მიმდინარეობს და კომპანია აქტიურად იყო ჩართული მოლაპარაკების პროცესში გაფიცვამდეც და ახლაც. მედიაციის პროცესის დროს მოთხოვნებში ცვლილებები ხდებოდა და მათი რაოდენობა იზრდებოდა, ჩვენ დაგვჭირდა გონივრული ვადა, რომ ჩვენი შეთავაზებები მიგვეწოდებინა. მედიაციის პროცესი 16 თებერვლის ჩათვლით გრძელდება.



უშუალოდ წარმოებაში დასაქმებულთა ხელფასი რეგიონში საშუალოზე მაღალია. წინა წელს რამდენჯერმე მოხდა ხელფასების გაზრდა, იმაზე მეტად ვიდრე ინფლაციის მაჩვენებელი იყო. რაც შეეხება მათ მოთხოვნებს საპენსიო ფონდში შენატანთან დაკავშირებით, კომპანია კანონით განსაზღვრულ საპენსიო გადასახადს იხდის. სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენგან შეთავაზებები გაგზავნილია და ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. ვრცელდება სხვა დეზინფორმაციებიც, რაზეც არ მსურს კომენტარის გაკეთება, ახლა მთავარია მოხდეს შეთანხმება. ჩვენთან დასაქმებულია 62 ადამიანი და როგორც ჩემთვის არის ცნობილი 27 მათგანია გაფიცული“,  ამბობს ლევან კასრაძე. 


საწარმოს თანამშრომლების გაფიცვას აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირი „ლაბორი“ შეუერთდა. პროფკავშირის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up