დასავლეთი უკრაინას მხოლოდ ეკონომიკურად დაიცავს

დასავლეთი უკრაინას მხოლოდ ეკონომიკურად დაიცავს

access_time2021-12-13 19:00:07

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შემდეგ დასავლეთმა თავისი შესაძლებლობები კიევის მხარდაჭერის კუთხით შედარებით მკვეთრად განსაზღვრა - ევროპელები და ამერიკელები მოსკოვს „საშინელი შედეგებით“ ემუქრებიან, თუმცა, შეიარაღებულ დახმარებას არ გეგმავენ.

 


ამავე დროს, არაოფიციალურად დასავლეთი უკრაინაზეც გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორების პასიურობით უკმაყოფილება გამოხატა და დონბასზე რეფერენდუმის ჩატარება არ გამორიცხა.

 


11-12 დეკემბერს ლივერპულში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შეატყობინა Bloomberg-ს, რომ ამერიკა ევროპელ მოკავშირეებთან ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობს.

 


თუ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, პასუხი ძალიან მკვეთრი უნდა იყოს, და მოსკოვის მიმართ სანქციები ერთიანი ძალისხმევით უნდა იყოს მიღებული, - ციტირებს წყაროს სააგენტო.

 


შეხვედრის მასპინძელმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმაც განაცხადა, რომ ზომები რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მტკივნეული იქნება, თუმცა, სამხედრო ჩარევის სცენარი არ უხსენებია.

 



ეს საკითხი მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან განიხილა, თუმცა, აქაც, ისევე, როგორც სამიტის დროს გაკეთებულ ყველა განცხადებაში, საუბარი მხოლოდ ეკონომიკურ, და არა ძალისმიერ ზომებზეა.

 


უკრაინის მხარდაჭერის ფარგლები ჯო ბაიდენმა განსაზღვრა - მისი თქმით, აგრესიას რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება, თუმცა, „შტატების მიერ ძალის ცალმხრივი გამოყენების საკითხი არ განიხილება“.

 


ამერიკის პრეზიდენტის თქმით, აგრესიის პასუხად შესაძლებელი იქნება ნატოს დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა უნგრეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში და ესტონეთში. თუმცა, მისი თქმით, ამერიკული ჯარების უკრაინაში განთავსების საკითხი „არასდროს განიხილებოდა“.

 


უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი, რომელიც ვაშინგტონის პოზიციას ასახავს - ტელეარხ NBC-ს ინფორმაციით, ვაშინგტონმა უკრაინისთვის 200 მლნ. დოლარის მოცულობის დახმარება შეაჩერა - პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება „ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“ მიიღო.

 


რუსულ-უკრაინული ურთიერთობების დიპლომატიურ არხებში დაბრუნებას ევროპელი პოლიტიკოსებიც ცდილობენ. საფრანგეთის პრეზიდენტი ტელეფონით გაესაუბრა უკრაინელ კოლეგას და მას ნორმანდიულ ფორმატში (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

 


უახლოეს დღეებში უკრაინის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას მაკრონი გერმანიის ახალ კანცლერთან ოლაფ შოლცთან, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან განიხილავს. უკრაინელი ექსპერტის მიხაილ პორგებინსკის თქმით, დასავლეთის მხრიდან აქცენტის გაკეთება მხოლოდ ეკონომიკურ ზომებზე და მოლაპარაკებებზე კიევის დაყოლიების მცდელობები შემთხვევითი არაა.

 


ჯო ბაიდენს არ სურს ჩაიყენოს თავი უხერხულ მდგომარეობაში და კიდევ ერთხელ დაანახოს მთელს მსოფლიოს, რომ მოკავშირის დაცვა არ შეუძლია, როგორც ეს ერთხელ უკვე ავღანეთში იყო. ამიტომაც ის ომის თავიდან აცილებს ცდილობს და წინსწრებით თამაშობს. ასევე პუტინიც ცდილობს თავიდან აირიდოს ომი უკრაინაში, რომელიც მას კოლოსალურ პრობლემებს შეუქმნის, თუმცა, ეს სახის შენარჩუნებით უნდა გააკეთოს. ასე რომ ომი დონბასზე არავის სჭირდება და ამ საქმეში ბაიდენი და პუტინი ერთ ნავში აღმოჩნდნენ, - მიიჩნევს ექსპერტი.

.

kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up