კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის რეაქცია ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე ვერ შეცვლის
„ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს. პრეზიდენტმა ყველაფერი ახსნა თავის განცხადებებში, დასამატებელი არაფერია", - განაცხადა პესკოვმა
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს.