პრაიდის ოფისის აივნიდან LGBTQ+ დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა გადმოფინეს – პრაიდის საწინააღმდეგო აქციის შედეგები (განახლებულია 13:23)

პრაიდის ოფისის აივნიდან LGBTQ+ დროშა ჩამოხსნეს და საქართველოს დროშა გადმოფინეს – პრაიდის საწინააღმდეგო აქციის შედეგები (განახლებულია 13:23)

access_time2021-07-05 13:00:25

პრაიდის საწინააღმდეგო აქციის წევრები „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან შევიდნენ,  LGBT+ დროშა დახიეს და საქართველოს დროშა გადმოფინეს.

„პრაიდის“ წევრების თქმით, ამ დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა და ყველა უსაფრთხოდაა.


დაშავებული მედიის 10-ზე მეტი წარმომადგებენლი, ჩამსხვრეულია შუშები - ასე მიმიდნარეობს ძალადობრივი ჯგუფის წევრების აქცია თბილისი პრაიდის წინააღმდეგ. შსს არ ავრცელებს ინფორმაციას, დააკავა თუ არა ვინმე. უწყება თბილისი პრაიდს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ თბილისი პრაიდის დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე, — წერია შსს–ს განცხადებაში.


 

მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია ქვეყნის პრემიერსაც.  ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს მოიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის მარში მიუღებელია და შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ აქცია რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს. იგი მიიჩნევს, რომ თბილისი პრაიდის ღირსების მარშის უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით.


“მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და სწორედ მათი მიზანია დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება, ჩვენ არ დავუშვებთ”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანების უფლებები არ ირღვევა, და თავად ასეთი ღონისძიებებია დისკრიმინაციული, რამდენადაც ღარიბაშვილის აზრით, ზედმეტად ხდება აპელირება მათ განსხვავებულობაზე.


თბილისი პრაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ღირსების მარშის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

 

„ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ–მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა“, - წერს გიორგი თაბაგარი.

 

პრაიდის კვირეული საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1 ივლისს გაიმართა დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, ღირსების მარშის ჩატარება კი 5 ივლისსაა დაგეგმილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up