დათო ტურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, — ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
„ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო, ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.“ — წერს გიორგი კეკელიძე.