ეორვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაგმი საინფორმაციო (ჰიბრიდულ ) ომში ვართ ჩართულები და დაუღალავად უნდა გავიმეოროთ თუ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა.
"კომერსანტი" ქადაგიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"რადგან საინფორმაციო (ჰიბრიდულ) ომში ყველანი ჩართულები ვართ, დაუღალავად გავიმეოროთ რატომ გვინდა რუსეთისგან ხსნა.
- დღეს საქართველოში 60 ათას ბავშვზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია, რეალურად შიმშილობს, მათი ფიზიკური და მენტალური განვითარება უდიდეს საფრთხეშია;
- 600 ათას ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველია, უკიდურეს სოციალურ პირობებშია;
- 300 ათას ადამიანზე მეტი მოვალეთა რეესტრშია;
- სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 15 წლით ნაკლებია ვიდრე დასავლურ ქვეყნებში, 15 წლით ადრე ვკვდებით;
- მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მოწყვეტილი საკუთარ შვილებს და მშობლებს;
- ქვეყნის 20% ოკუპირებულია;
- 5000 ადამიანით მეტი მხოლოდ კოვიდით მოგვიკვდა, ვიდრე საშუალო ევროპული სიკვდილიანობის მაჩვენებელია;
- ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდება;
"აბა ომი გინდა? " - არა, ომში უკვე ვართ, ამ ომის დასრულება გვინდა (იხ. ჩამონათვალი)
"100 ბავშვის სიკვდილი ღირს ეფემერულ ნატოს წევრობად, იქნებ ნეიტრალიტეტზე ვიფიქროთ?"- არა, ნატოს, ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ზუსტად იმიტომ გვინდა ვიყოთ, რომ არ გავნადგურდეთ, როგორც ეს ახლა ხდება და არა პირიქით (იხ. ჩამონათვალი)
Stay strong UKRAIდიდება უკრაინაში დაღუპულ ჩვენ გმირებს!" — წერს გიორგი ქადაგიძე.