დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნეს დადანაშაულებული არაკეთილსინდისიერ ქმედებაში - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნეს დადანაშაულებული არაკეთილსინდისიერ ქმედებაში - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

access_time2022-12-29 11:00:17

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხდებას გამოეხმაურა ფარმაცევტულ ბაზარზე რიგი მედიკამენტების დეფიციტის არსებობასთან დაკავშირებით.

 

 

მათი თქმით, არაკეთილსინდისიერი სუბიექტები ბაზარზე ყოველთვის იარსებებენ. თუმცა, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნეს დადანაშაულებული არაკეთილსინდისიერ ქმედებაში. ასოციაცია მიიჩნევს, რომ კატეგორიულად დაუშვებელია, როდესაც ასეთ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საჯაროდ აკეთებს.

 

 

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ რიგ მედიკამენტებზე დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლიების მხრიდან  მოწოდების და აგრეთვე ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან. ასოციაციის წევრებისათვის, რომელიც ბაზრის 80%-ს შეადგენს, მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე ზემოგებების დაწესებით.

 

 

ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა ძალ-ღონეს არ იშურებს რათა აფთიაქები და მათ მიერ გაწეული მომსახურეობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს  ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი. დაგვეთანხმებით, რომ ამ მხრივ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი მოწინავეა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო მომხარებლის ინტერესები. აღნიშნული პრინციპის დაცვას ემსახურება ბაზარზე არსებული ძლიერი კონკურენცია, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ფარმაცევტული დარგის განვითარებას.

 

 


 

რა თქმა უნდა ბაზარზე ყოველთვის იარსებებს არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებსაც სხვა ღირებულებები გააჩნიათ და შექმნილ გარემოებას მხოლოდ თავისი ინტერესებისთვის იყენებენ. თუმცა, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნეს დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ პრინციპებს. კატეგორიულად დაუშვებელია, როდესაც ასეთ განცხადებას საჯაროდ აკეთებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

 

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან მსგავს ქმედებას და აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური, მაღალი ხარისხის მომსახურეობის გაწევას“, - ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

 

 

შეგახსენებთ, რომ 28 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად ქმნიან და მსგავსი შემთხვევები კანონით დარეგულირდება.

 


„სამწუხაროდ, ნამდვილად იყო ასეთი ფაქტები, ეს გამომდინარეობდა რამდენიმე ხნის წინ იმ ვირუსებიდან რაც ბავშვებში იყო გავრცელებული. ამ ყველაფერს მომდევნო წლიდან კანონი დაარეგულირებს, ჩვენ გავაკეთეთ ჩანაწერი კანონში, რომ ნებისმიერი საბითუმო მოვაჭრე ვალდებულია ონლაინ გაგვიხნას ბაზები და ნებისმიერ დროს რეგულირების სააგენტო ხედავს როგორც ნაშთებს, ასევე ფასებს. ეს ერთი მხრივ, დაგვეხმარება იმაში, რომ კომპანიებმა რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ გაყიდონ მედიკამენტი და რეაგირების შესაძლელობასაც მოგვცემს, იმისთვის რომ ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ვერ შეძლონ. იმპორტიდან დაწყებული მთელ ციკლს გავაკონტროკლებთ,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

 


მისივე განმარტებით, კომპანიები ფასის ზრდის მიზნით, დახლზე კონკრეტული მედიკამენტის განთავსებისგან თავს იკავებდნენ.

 


„სამწუხაროდ, ფაქტებიც იყო რომ აფთიაქები ხელოვნურად იღებდნენ დახლებიდან მედიკამენტებს, „ნუროფენი“ იყო მაგალითად ასეთი. ხედავდნენ, რომ მოთხოვნა მაღალი იყო და ამას აკეთებდნენ იმისთვის რომ მერე უკვე ოთხჯერ და ხუთჯერ ძვირად გაყიდულიყო. სამწუხაროდ, ასეთი არაკეთილსინდისიერი მიდგომა არსებობს, ამას მარკეტინგს ვერ დავარქმევ,“ – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up