რა შეღავათს მისცემს დაუსრულებელი მშენებლობების დეველოპერების ნაწილს კალაძის გადაწყვეტილება

რა შეღავათს მისცემს დაუსრულებელი მშენებლობების დეველოპერების ნაწილს კალაძის გადაწყვეტილება

access_time2022-03-31 17:00:54

დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარებას მერია საგადასახადო შეღავათის დაწესებით ცდილობს. გარდა იმისა, რომ ამით ბიზნესი მოიგებს, დაზარალებული მობინადრეების საკითხიც საბოლოოდ მოგვარდება. ასე წარმოუდგენიათ კანონმდებლებს და დარგის სპეციალისტებს შედეგი, რაც დაუსრულებელ სამშენებლო ობიექტებზე კ2 კოეფიციენტის მოსაკრებელთან დაწესებულ შეღავათს უკავშირდება.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

როგორც ცნობილია, თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებს კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდას ეტაპობრივად სთავაზობს. საუბარია 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადებულია.



დაწესებული შეღავათით ისარგებლებს სავარაუდოდ ,,ივერონი“, რომლის ერთ-ერთი პროექტის გაგრძელება პანდემიის გამო შეფერხდა. როგორც კომპანიის დირექტორი არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“ ამბობს, მერიის შეთავაზება მშენებლობის დასრულების შესაძლებლობას მისცემს.


,,როგორც ვიცი, სექტორი ითხოვდა მსგავს შეღავათს და მერიამ გაითვალისწინა. შექმნილ სიტუაციაში ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ისედაც პრობლემა შეექმნათ კომპანიებს, ვერ ჩააბარეს ობიექტები. სამშენებლო ამნისტიასთან ერთად კ2 მოსაკრებლის გადავადება იქნება იდეალური გადაწყვეტილება, რითაც ძველი პრობლემაც მოგვარდება და უშუალოდ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობაც გამოსწორდება. ჩათვალეთ, რომ მომავალ წელს შეიძლება მივიღოთ რადიკალურად სხვა სიტუაცია, 50%-ზე მეტი ჩაბარებული ობიექტი! ჩვენს შემთხვევაში პრობლემა ერთ-ერთ ობიექტზე კოვიდ-19-ის გამო შეიქმნა. თუკი უნდა გადამეხადა 30 000 ლარი (მოსაკრებლის თანხა), ამ შეღავათით, პირობითად,  1500 ლარობით უფრო მარტივად გადავიხდი, მით უმეტეს, ამის გარდა სხვა ვალდებულებაც რჩება და ელემენტარული ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რომ  ახალ პროექტებზე დავიწყოთ ფიქრი. პანდემიამ, შემდეგ უკვე ომმა ვითარება დაამძიმა, სფეროს  სტიმულირება სჭირდება, რომ მალე გამოვიდეს მდგომარეობიდან. მცირე წახალისებაც კი ბიზნესს ათმაგად წაადგება“, - ამბობს არჩილ ჯაყელი ,,კომერსანტთან“.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, 10 წლის განმავლობაში - 2009 - 2019 წლებში დაახლოებით 4000 შენობაზეა გაყიდული კ2 კოეფიციენტი.

გარდა იმისა, რომ ამით ბიზნესი მოიგებს, დაზარალებული მობინადრეების საკითხიც საბოლოოდ მოგვარდება. ასე წარმოუდგენიათ კანონმდებლებს და დარგის სპეციალისტებს შედეგი, რაც დაუსრულებელ სამშენებლო ობიექტებზე კ2 კოეფიციენტის მოსაკრებელთან დაწესებულ შეღავათს უკავშირდება. ლაპარაკია დაახლოებით 180 ოჯახზე ანუ პრობლემა ეხება 10 ათასამდე ადამიანს, რომელიც 10 წელზე მეტია, რაც ბინას ელოდება.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up