„დაუყოვნებლივ მისაღებია კანონი, რომელიც მოსახლეობას დაავალდებულებს თავის საკუთრებას მოუაროს“ - ირაკლი როსტომაშვილი

„დაუყოვნებლივ მისაღებია კანონი, რომელიც მოსახლეობას დაავალდებულებს თავის საკუთრებას მოუაროს“ - ირაკლი როსტომაშვილი

access_time2022-06-23 10:00:03

 „დაუყოვნებლივ მისაღებია კანონი, რომელიც მოსახლეობას დაავალდებულებს თავის საკუთრებას მოუაროს“, - ამის შესახებ დეველოპერული კომპანია „არსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა. ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეს საცხოვრებელი ფონდის 90 % კერძო საკუთრებაა. მისი თქმით, ეს არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები ან ე.წ. კორპუსები, რომელიც რამდენიმე ოჯახის კერძო საკუთრებაა და ისინი ვალდებულნი არიან თავიანთ  კერძო საკუთრებას გაუწიონ საექსპლუატაციო მომსახურება.

 

„დღევანდელი კანონმდებლობით გადაწყვეტილია, რომ ყველა შენობაში უნდა იყოს სახანძრო სიგნალიზაცია, თბილისის მაღლივი შენობების თითქმის 90 %-ში არის ლიფტები - ამ ყველა დანადგარს სჭირდება სწორი მოვლა, მუდმივად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა. ყველას გვინახავს ლიფტში დამონტაჟებული ყულაბები, თუ ლიფტი დაზიანდა მოგროვებული თანხით მიდიან ელიავას ბაზრობაზე, პოულობენ მექანიკოს და კუსტარულად ხდება სამუშაოების ჩატარება. ეს არის წარმოუდგენელი და ყოველგვარ საზღვრებს სცილდება.  


მეორე ეტაპი არის საერთო სარგებლობის ფართები, როგორიც არის სახურავები, სადარბაზოები, გამწვანებული ტერიტორია, სანიაღვრე მეურნეობა. კანონი უნდა არეგულირებდეს თუ ვინ უვლის და აწესრიგებდეს ამ ტერიტორიას. არ შეიძლება გამუდმებით გვესმოდეს - დავრეკეთ მერიაში, ყურადღება არავინ მოგვაქცია, წყალი ჩამოდის, კედელი სველდება. ევროპულ ქალაქებში არც ერთ მოსახლეს აზრად არ მოუვა მიმართოს გამგეობას იმისთვის, რომ მის სახლზე ბათქაშია დაზიანებული. ყველა ვალდებულია თავის ქონებას მოუაროს. უძრავ ქონებას ძალიან დიდი პლუსი აქვს, ყოველი დახარჯული ერთი ლარი ათმაგ ეფექტს იძლევა. მოწესრიგებული სადარბაზო, გარემო და ინფრასტრუქტურა 10-15%-ით ზრდის უძრავი ქონები ღირებულებას.



მაგალითად, დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 5 სართულიანი შენობის საწვიმარ ღარში ხეა ამოსული. ცხადია, რომ ეს ხე 1 ღამეში არ ამოსულა, ალბათ 2-3 წლის განმავლობაში იზრდებოდა. წარმოიდგინეთ, ამ დროის განმავლობაში ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ხე ფესვებს გაიდგამს შენობის კედლებში, აიყრება ბათქაში, შევა წყალი და შენობა დასველდება. მთელ მსოფლიოში სეზონურად პრევენციული ღონისძიება ტარდება, მაგალითად, გაზაფხულის დადგომის პერიოდში ხდება სანიაღვრეების შემოწმება. იმ მომენტში ვიღაცას, რომ შეემჩნია 10 სანტიმეტრიანი ნერგი, მარტივად შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება და დანახარჯი საერთოდ არაფერი იქნებოდა. ახლა შეიძლება 1 000 ლარი არ იყოს საკმარისი ამწის მისაყვანად. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა.




ყველამ უნდა გაითავისოს რომ ბიუჯეტი არის საერთო ფული, რომლითაც უნდა კეთდებოდეს აეროპორტები, ავტობანები, ხიდები, გვირაბები და არა რომელიმე კორპუსის სახურავის გადახურვა. ამ ნაბიჯების გადადგმა შეიძლება არაპოპულარულია, მაგრამ სხვა გზა არაა. ჩვენი აზრით, დაუყოვნებლივ მისაღებია კანონი, რომელიც მოსახლეობას დაავალდებულებს თავის საკუთრებას მოუაროს“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილმა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up