„დავბრუნდი“ - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-სა და YouTube-ზე პირველი შეტყობინება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ანგარიშები აღუდგინეს.
მისი ანგარიშები ორი წლის წინ, მას შემდეგ დაიბლოკა, რაც არჩევნებში მარცხის შემდეგ მისი მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
12-წამიან ვიდეოკლიპში ტრამპი ამბობ: „დავბრუნდი. მაპატიეთ, რომ გალოდინეთ, რთული საქმეები მქონდა“.
მისი დაბრუნება Meta-მ ორი კვირის წინ დააანონსა.
გასული წლის ნოემბერში ყოფილმა პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ კვლავ იყრიდა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს. მას Facebook-ზე 34 მილიონი გამომწერი ჰყავს და 23 მილიონზე მეტი Instagram-ზე.