დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი

დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი

access_time2023-01-08 22:01:35



აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ გეითსი Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილავენ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელ პირობებში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება დატოვებს რუსეთის ძალებს ძლიერ პოზიციაში, რათა განაახლონ შეჭრა, როდესაც ისინი მზად იქნებიან. ეს კი, რაისის და გეითსის თქმით, მიუღებელია. 



„ერთადერთი გზა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ასეთი სცენარი, არის ის, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას სამხედრო მარაგები და საკმარისად გაზარდონ მისი შესაძლებლობები, რათა უკრაინელებმა რუსეთის განახლებული შეტევის შეკავება და რუსული ძალების უკუგდება შეძლონ.



კონგრესმა გამოყო საკმარისი თანხა ასეთი გაძლიერებისთვის; რაც ახლა საჭიროა, არის აშშ-ის და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს უკრაინელებისთვის საჭირო დამატებითი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას, განსაკუთრებით მობილური ჯავშანმანქანებით.



აშშ-ის გადაწყვეტილება ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. ვინაიდან არსებობს სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია აბრამსის ტიპის მძიმე ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა დააკმაყოფილონ ეს საჭიროება.



NATO-ს წევრებმა ასევე უნდა მიაწოდონ უკრაინელებს უფრო შორი რადიუსის რაკეტები, მოწინავე დრონები, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი (არტილერიის ჭურვების ჩათვლით), დამატებითი სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. ეს შესაძლებლობები საჭიროა კვირებში და არა თვეებში.



პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ კონგრესში, შეგვახსენა უინსტონ ჩერჩილის მოწოდება 1941 წლის თებერვალში: „მოგვეცით ხელსაწყოები და ჩვენ დავასრულებთ საქმეს“. ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, თავიდან აიცილოს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება. თუმცა შეგულიანებულმა პუტინმა შეიძლება, ეს არჩევანი არ დაგვიტოვოს. მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია“, - წერენ კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი. 




europetime.eu





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up