დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილი შეირჩა - ბიუჯეტი უცნობია

დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილი შეირჩა - ბიუჯეტი უცნობია

access_time2022-03-19 14:47:18

კულტურის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად ლევან კოღუაშვილი შეირჩა, თუმცა შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ, იმისთვის, რომ საბოლოო არჩევანი მათზე შეჩერდეს. 

დიდგორის ბრძოლის გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში მეორე ეტაპზე სამი პროექტი იყო გადასული. 


უცნობია რამდენი მილიონი ლარის დახარჯვას განიხილავს მთავრობა ფილმის გადაღებებზე.


გთავაზობთ კულტურის სამინისტროს განცხადებას:

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2021 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით, გამოცხადდა კონკურსი დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით. კონკურსის მეორე ეტაპზე გასულმა სამმა კონკურსანტმა, კონკურსის დებულების შესაბამისად, წარმოადგინა დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენტი) და ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია.

2022 წლის 17 მარტს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამი პროექტიდან შეირჩა ერთ-ერთი.

შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს.

ეს პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი.

საკონკურსო კომისიის წევრები, რომელთაც კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: კომისიის თავმჯდომარე - კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ბატონ მერაბ კოკოჩაშვილსა და კომისიის თითოეულ წევრს გაწეული დახმარების, სხვადასხვა პროექტის სიღრმისეულად შესწავლისა და ღირებული პროფესიული რჩევებისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.

კონკურსის პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროში შემოვიდა 10 განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით: სინოფსისი, რეჟისორის ხედვა, პროდიუსერის ხედვა. საკონკურსო პირობების შესაბამისად, კომისიამ მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია 3 პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში და, დებულების შესაბამისად, სამივემ წარმოადგინა დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენტი) და ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია.

თითოეული პროექტის ქულობრივ შეფასებამდე, კომისიამ ცალ-ცალკე მოუსმინა კონკურსანტებს და იმსჯელა წარმოდგენილი განაცხადების თაობაზე, მათ შესაბამისობაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მიზნებთან და საკონკურსო პირობებთან. კომისიამ შეაფასა კონკურსის მსვლელობის პროცესში კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, კერძოდ, სცენარის შემდგომი განვითარება დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, სცენარის განვითარებაში ისტორიკოსების ჩართვა და თითოეულ სცენარში მთავარი გზავნილის მკაფიოდ წარმოჩენა.
სამ კონკურსანტს შორის შერჩეული პროექტის ავტორი, კონკურსის დებულების შესაბამისად, აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე. შემდეგი ეტაპისათვის, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა უნდა გაითვალისწინოს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები:

ა) სცენარის შემდგომი განვითარება გაგრძელდეს დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, რათა დაცულ იქნეს ისტორიული ჩარჩო, ხოლო პერსონაჟების ისტორიულ-ფსიქოლოგიური ტიპაჟები იყოს რეალურობასთან მაქსიმალურად მიახლოებული;
ბ) დავით აღმაშენებლის პიროვნების უფრო ფართოდ გაშლა და მისი ეპოქის გეოპოლიტიკური, რეგიონალური კონტექსტის მეტად წინ წამოწევა.

კონკურსის მე-3 ეტაპზე, სამი თვის ვადაში, შერჩეული პროექტის ავტორმა სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსია (რისთვისაც იგი ფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში), რომელსაც კვლავ განიხილავს საკონკურსო კომისია.

კომისიის მსჯელობის შემდეგ, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა მე-4 ეტაპის სამუშაოებისათვის, რომლის ფარგლებში მოხდება სცენარის დასრულება.

სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up