დავით ჭიჭინაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოა, როდესაც აცხადებს, რომ ინფლაცია თავისით შეწყდება

დავით ჭიჭინაძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოა, როდესაც აცხადებს, რომ ინფლაცია თავისით შეწყდება

access_time2021-12-09 12:50:00

ამ გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანები თვიდან-თვემდე ბანკების არაადეკვატური პროცენტების გადახდას ისედაც ვერ აუდიან, როდესაც ელემენტარული საკვებისა და წამლების ყიდვას ძლივს ახერხებენ, „ოცნების“ ხელისუფლებამ მორიგი „მამაძაღლური“ სქემა შემოაგდო,- ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.



მისი თქმით, ხელისუფლებამ ერთი მხრივ ხელფასების მატება დააანონსა, მეორე მხრივ კი საპროცენტო განაკვეთი გაზარდა. ამასთანავე, ჭიჭინაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უპასუხისმგებლოა, როდესაც აცხადებს, რომ ინფლაცია თავისით შეწყდება.



„ვითომ ხელფასების მომატება გამოაცხადეს და გზაშივე დააწიეს მომატებული საპროცენტო განაკვეთი ანუ, ამ ვითომ მომატებულ ფულს, ისევ ბანკების მეშვეობით ამოიღებენ.



გამოდის, მდიდრები ისევ განაგრძობენ გამდიდრებას, რიგით ადამიანებს კი ორი გამოსავალი რჩებათ ამ კატასტროფულად გაძვირებულ ცხოვრებაში, ან ნაკლები ჭამონ, ან უხარისხო.




მოკლედ, უპასუხისმგებლოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც აცხადებს, რომ ინფლაცია თურმე ოდესმე თავისით გაჩერდება!



სამარცხვინოა კობა გვენეტაძის განცხადებები, მითუმეტეს ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, პაუელის განცხადების ერთი კვირის თავზე!



მაშინ, როდესაც იმ მთავარი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც მთელ მსოფლიოს ფულით ამარაგებს, გვეუბნება, რომ 2022 წელს ინფლაცია კი არ გაჩერდება, პირიქით, გაიზრდება, რადგან საკმაოდ დიდი დისპროპორციაა შემოსავლებსა და გასავლებს შორის, რომ ყველაფერი გაძვირდება, რადგან დოლარშია კატასტროფული ინფლაცია. ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვიცხადებს, რომ ინფლაცია ოდესმე გაჩერდება და თან თავისითო.



თუ პაუელის განცხადებას არ გაცნობია გვენეტაძე, მარტო მოხსნა არაა მისთვის საკმარისი!



ხოლო, თუ თავისით უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ეროვნული ბანკი ან ეს მთავრობა, რომელიც იმის მაგივრად, რომ ქვეყნის გადარჩენის გეგმაზე მუშაობდეს, ისევ სააკაშვილს ებრძვის?!“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up