დავით გონდაური: გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა

დავით გონდაური: გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა

access_time2022-05-03 17:20:00

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური „ბიზნესპარტნიორთან“ აპრილის თვის ინფლაციის გამომწვევ მიზეზებსა და პროგნოზზე საუბრობს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12,8% შეადგინა.

გონდაურის განცხადებით, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა: ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფები.

მისი განმარტებით, აღნიშნულ ზრდას თავისი მიზეზი ჰქონდა. კერძოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტების ფასები მკვეთრად გაზარდა. ომის დაწყებამდე უკრაინა და რუსეთი, სხვადასხვა პროდუქტის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნები, მსოფლიო სატრანსპორტო სისტემის და მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი მონაწილენი იყვნენ.

შესაბამისად, მიმდინარე ომმა, ქვეყნებს შორის მიწოდების ჯაჭვები შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გააღრმავა. შედეგად, მსოფლიოში ფასების ზრდის ახალი, მძლავრი ბიძგი წარმოიქნა. ნავთობის, ხორბლის, შაქრის, მცენარეული ზეთისა და სხვა საკვები პროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

როგორც გონდაური აცხადებს, გლობალურად გაზრდილი ფასები ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. საქართველოსთვის კი ეს გამოწვევა დამატებით სირთულეებს შეიცავს, რადგან უკრაინა და რუსეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქვეყნებია.


„რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბოლო პერიოდის ინფლაცია გამოწვეულია ფულის მასის ზრდით, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ნაღდი ფული მიმოქცევაში წლიურ დონეზე შემცირებულია (1.7%-ით, 78 მლნ ლარით), არათუ გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ძველი ფულის ნიშნების ახლით ჩანაცვლება, ელემენტარულად არ ნიშნავს ფულის მასის ზრდას.

მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ ორიენტირად ეროვნული ბანკი ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს იყენებს. ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და მისი ეფექტი 4-6 კვარტალის ფარგლებში სრულად რეალიზდება.

თუ დავაკვირდებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებებს 2021-2022 წლებში ის 8%-დან 11%-მდე გაიზარდა. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ამ საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე უნდა დაუბრუნდეს. გამომდინარე აქედან შეგვიძლია 2022 წლის მეორე კვარტალის ინფლაცია საშუალოდ ვივარაუდოთ წლიური 9-10%-ს ფარგლებში,”-აცხადებს გონდაური.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარშში აღნიშნულია,რომ წლიურ ჭრილში ფასების ორნიშნა ზრდაა სურსათის და ტრანსპორტის მიმართულებით. მთლიან ინფლაციაში სურსათის წვლილი 6.77% იყო. ამ ჯგუფში ფასები მკვეთრად გაზრდილია ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით,საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასების 9.4 %-იანი მატება დაფიქსირდა.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up