დავით იაკობაშვილის PETROCAS-ზე შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

დავით იაკობაშვილის PETROCAS-ზე შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

access_time2022-07-21 18:30:26

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა, WAR AND SANCTIONS-მა („ომი და სანქციები“) კომაპნია, PETROCAS ENERGY INTERNATIONAL სანქციების რისკის ქვეშ მოხვედრილ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიაში შეიყავანა და საკითხი განსახილველად თავის პორტალზე გამოიტანა. კომპანიის თანამფლობელად დავით იაკობაშვილი სახელდება.

 

პროექტის მიხედვით, სანქციების რისკის ქვეშ მოხვედრილი პირებისა და კომპანიების სია უკრაინის მთავრობის მიერ წინადადებების სახით საერთაშორისო პარტნიორებისთვის უკვე წარდგენილია. თუმცა, პორტალზე აღნიშნულია, რომ „სწორედ სოციალურ ქსელებში განხილვაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მიიღებენ ეს პირები და კომპანიები დამსახურებულ სასჯელს.“

 

პორტალის მიხედვით, კომპანია, PETROCAS ENERGY „ოლიგარქის/მისი ოჯახის წევრების“ საკუთრების კატეგორიაში მოხვდა. ამასთან, სანქციების დადების საფუძვლად იმ რეჟიმთან მჭიდრო კავშირი სახელდება, რომელმაც „მოამზადა და გაეროს წესდების დოკუმენტების საწინააღმდეგოდ აგრესიულ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, რომელშიც ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინაშე და უკრაინელი ხალხის გენოციდი მიმდინარეობს.“

 

ამჟამად PETROCAS ENERGY-ის სტატუსი პორტალზე ასახავს, რომ კომპანიის მიმართ „სანქციები ჯერ არ არის გამოყენებული“ და საკითხის განხილვა სოციალურ ქსელებში უნდა მოხდეს, რომ კომპანიის დასანქცირება დაჩქარდეს. თუმცა უკრაინის მთავრობას საერთაშორისო პარტნიორებისთვის კომპანიის დასანქცირების მოთხოვნა უკვე გაგზავნილი აქვს.


 

ივნისის დასაწყისში Petrocas Energy Group-მა, რომელიც საქართველში „გალფის” ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელია, ჯგუფში „როსნეფტის“ 49%-იანი მინოტარული წილი გამოისყიდა, რის შედეგადაც რუსული კომპანია „გალფის” აქციონერი აღარ არის. Petrocas Energy Group-მა და Rosneft Oil Company-მ ერთობლივი საწარმო 2014 წლის დეკემბერში შექმნეს, რომელშიც „როსნეფტმა“ 49%-იანი მინორიტარული წილი შეიძინა.

 

Petrocas Energy Group 2010 წელს დაარსდა. მისი ყოფილი მფლობელი დავით კეზერაშვილი იყო. 2012 წელს მან კომპანიის აქტივები დავით იაკობაშვილს მიჰყიდა. ამაჟამად იაკობაშვილის პარტნიორი Petrocas Energy Group-ის პრეზიდენტი, ვანო ნაკაიძეა.

 

Petrocas Energy Group შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში, ასევე, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციასა და ნავთობპროდუქტების ლოგისტიკურ ბიზნესში მონაწილეობს.

 

Petrocas საქართველოში „გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ფოთის ნავთობტერმინალსა და კომპანია „პეტროკას ფიუელ სერვის ჯორჯიას” ფლობს, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up