დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ონლაინკაზინოების უარყოფითი და ნეგატიური როლი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდია - სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისად მართოს პროცესი

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ონლაინკაზინოების უარყოფითი და ნეგატიური როლი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდია - სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისად მართოს პროცესი

access_time2021-11-23 22:00:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, „ქრონიკასთან“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მართოს ონლაინკაზინოებთან დაკავშირებული საკითხი.



„ამ საკითხთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში მიდის მსჯელობა და იყო გარკვეული ინიციატივებიც საქართველოს პარლამენტშიც. ეს საკითხი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იძლევა მოცემულობას, რომ სწორედაც სახელმწიფო ჩაერიოს ამ საკითხში, რომელიც, ერთი შეხედვით, არის კერძო ბიზნესი და სახელმწიფოს მხრიდან, მასთან მიმართებით, ლოიალური დამოკიდებულება უნდა იყოს. პრინციპში, აქამდე, ეს ასეც იყო და გარკვეულწილად, ასეც გაგრძელდება უშუალოდ ბიზნესთან მიმართებით, მაგრამ რაც შეეხება ონლაინკაზინოს, მისი უარყოფითი და ნეგატიური როლი ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ, ძალიან დიდია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1,5 მილიარდი ლარი გაედინება ყოველწლიურად საქართველოდან უცხოეთში, რადგან, როგორც წესი, ისინი უცხოეთიდან იმართებიან. ეს არის უცხოური კაზინოები. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, შესაბამისად მართოს პროცესი და ჩვენი, ეროვნული ეკონომიკის ხელშეწყობაზე ჰქონდეს აქცენტი. მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც, გარკვეულწილად, დამოკიდებულნი არიან ამ ძალიან მავნე ჩვევაზე და სამწუხაროდ, გარკვეულწილად, არასრულწლოვნებიც კი ახერხებენ რაღაც გზებით თამაშს, ეს ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური მოვლენაა. სწორედ ამ ნეგატიური მოვლენის წინააღმდეგ, ისე, რომ ბიზნესი რადიკალურად არ დაზარალდეს, მოხდეს რეგულაციებზე გადასვლა და საბოლოო ჯამში, ონლაინკაზინოების გაუქმება, როგორც ეს პრემიერმა ბრძანა. სწორედ ამ საკითხს ეხება ეს ინიციატივა და ის ნამდვილად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ მძიმე მოცემულობაში არიან და ამას ვერ ანებებენ თავს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.




პრემიერის განცხადებით, პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა იგეგმება, მეორე ეტაპზე კი - საერთოდ აკრძალვა.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up