დავით მესხიშვილი ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა

დავით მესხიშვილი ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის (CITA) ევროპის ოფისში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა

access_time2020-12-21 12:56:25

დანიშვნის ბრძანებას ხელს აწერს CITA-ს (ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტის) პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი. მისალოც წერილში ნათქვამია: „ძვირფასო დავით, მუდმივმოქმედი ბიურო, ევროპის ოფისის ხელმძღვანელობა და მე დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი როლი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ახალი სტრატეგიის ”გზა 2030”-ის შემუშავებისათვის, ასევე ჩვენი მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების მართვისათვის. მადლობას გიხდით გაწეული სამსახურისთვის და გისურვებთ წარმატებებს ახალ თანამდებობაზე“. დავით მესხიშვილის ევროპაში საკურატორო სფეროებად განისაზღვრა ხარისხის კონტროლი, ტრენინგი და მომსახურების საანდობა. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში მაღალ თანამდებობაზე საქართველოდან ინიშნება წარმომადგენელი.


„მადლობელი ვარ ნდობისთვის. ეს წარმატება ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციის ძლიერი გუნდის შრომისა და მონდომების შედეგია, რომელიც სფეროში ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა დღეს საქართველოში და ასეთადაც დარჩება სამომავლოდ. ჯერ იყო ასოციაციის გაწევრიანება ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტში, რაც პოსტსაბჭოთა სივრციდან მართლაც დიდ წარმატებად და გარღვევად უნდა ჩავთვალოთ. ასოციაცია იყო პირველი ამ სივრციდან და სამაგალითო სხვა ორგანიზაციებისთვისაც. ამავდროულად ეს ნიშნავდა პირველ სერიოზულ სიგნალს განვითარებული მსოფლიოსთვის, რომ საქართველო რეფორმას გატარებდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მალევე ჩვენ მოვიპოვეთ CITA-ს ღონისძიების საქართველოში გამართვის უფლება. მარტში გასამართი საერთაშორისო კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, თუმცა ის საქართველოში აუცილებლად გაიმართება. CITA-ს მუდმივმოქმედი ბიურო აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში, რისი დასტურიც არის მხარდაჭერა „კავკასიის სასწავლო-საგამოცდო ცენტრის“ დაარსებაში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად მოამზადებს  შემდეგ ტექნიკურ პროფესიებში: ინსპექტორი, ტექნიკური მენეჯერი, ხარისხის მენეჯერი, მძღოლი და გადამზიდველი, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების სპეციალისტი, სპეც-ტექნიკის ოპერატორი მძღოლი, ავტოსატრანსპორტო ექსპერტიზა და სხვა. ინსპექტირების დარგში, მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში ჩემი დანიშვნით საერთაშორისო კომიტეტთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. კარგად მაქვს გააზრებული, რომ ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ საქართველოს. CITA-ს ევროპის ოფისში ჩემი საკურატორო სფეროები (ტრენინგი, ხარისხი, სანდოობა) მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ ევროკავშირის სახელმწიფოებისთვისაც.  ვერთვები საერთაშორისო ექსპერტთა საუკეთესო გუნდში, რომელმაც უნდა განსაზღვროს ახალი სტრატეგია მთელი ევროპისათვის სახელწოდებით - ”გზა 2030“.“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up