დავით მირცხულავა - ჩვენს ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო

დავით მირცხულავა - ჩვენს ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო

access_time2021-03-09 13:00:19

„ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია ყველამ მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია“, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.


როგორც მირცხულავა აღნიშნავს, სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები.


„ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას. ზოგადად ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენ ქვეყანაში და მიმაჩნია მსმენელმა და მაყურებელმა აუცილებელია მიიღოს ობიექტური და არა სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია. ნამდვილად მჯერა, რომ ჰესები ამ ქვეყნის მომავალი ენერგეტიკის საფუძველია. ისეც ვიცი კარგად, რომ თუ ჩენ ჰიდრორესურს მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე არ ავითვისებთ ნამდვილად არ გვექნება შესაძლებლობა და ძალიან შეზღუდული ვიქნებით, ტექნიკურად სრულად ავითვისოთ, ჩვენი სხვა განახლებადი რესურსი ქარი და მზე.


გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ფილმი არ არის ერთადერთი „არგუმენტი“, რომელიც ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით ვრცელდება, მიზანშეწონილად მივიჩნიე, განმარტება გამეკეთებინა თითოეულ შემთხვევაზე, რაზეც ფილმშია საუბარი.



კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ გრავიტაციული კაშხალი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის. 1963 წლიდან ცნობილი „ვაიონტის“ ავარიის შემდეგ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა 100 მეტრზე მაღალი ბეტონის კაშხლის ნგრევის არც ერთი შემთხვევა. ფსევდო დოკუმენტურ ფილმში ნახსენები გრავიტაციული კაშხლები არ არის გრავიტაციული, არამედ გრუნტის მასალის(მიწის) კაშხლებია, ან თუ გრავიტაციულ კაშხალზე საუბარი იქ არ მომხდარა კაშხლის ნგრევა და ავარია დაკავშირებული იყო სხვა გარემოებებთნ, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ინტერნეტის მეშვეობით დამოუკიდებლადაც შეუძლიათ და ამის შესახებ უამრავი მასალაა“,- აცხადებს მირცხულავა.


მისივე თქმით, მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ მომზადებული კაშხლებზე ავარიების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ისტორიაში სულ დაფიქსირებულია გრავიტაციული კაშხლების დანგრევის 59 შემთხვევა. როგორც მირცხულავა აცხადებს, ნამახვანის და ნებისმიერი კაშხლის მშენებლობისათვის, აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა და ეს უნდა განხორციელდეს, როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე.


„განმარტება ტყუილზე # 1 – ჩინეთში სამი ხეობის კაშხალი არ დანგრეულა და ის დღემდე გამართულად მუშაობს; განმარტება ტყუილზე # 2 – რუსეთში მდინარე ენისიეზე მდებარე საიანო – შუშოენსკოეს ავარია კაშხლის ნგრევამ არ გამოიწვია. აღნიშნული ჰესის მეორე აგრეგატი მას შემდეგ დაიშალა, რაც ტურბინას წესების დარღვევით, რეაბილიტაციის შემდეგ დამონტაჟებული ხუფი მოძვრა. აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის გამო სამანქანო დარბაზი წყლით გაივსო. აღნიშნული თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას; განმარტება ტყუილზე # 3 – ლაოსში დანგრეული კაშხალი არის გრუნტის და არა გრავიტაციული და ეს დიდი სხვაობაა. განმარტება ტყუილზე # 4 – კალიფორნიაში მდინარე ოროვილზე მდებარე კაშხალიც არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე # 5 – ცნობისათვის, იტალიაში მდებარე ვაიონტის კაშხალი არის თაღოვანი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე # 6 – კაშხალი კოლუმბიაში ასევე არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული. განმარტება ტყუილზე # 7 – პუერტო რიკოში გუაჯატაკას კაშხალიც არა გრავიტაციული, არამედ გრუნტის კაშხალია.


მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ მომზადებული კაშხლებზე ავარიების სტატისტიკური ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ისტორიაში სულ დაფიქსირებულია გრავიტაციული კაშხლების დანგრევის 59 შემთხვევა. კაშხლების დანგრევის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი: ფუძის პრობლემები, ფუძის შიდა ეროზია, სტრუქტურული გაუმართაობა და სხვ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბეტონის კაშხლებზე, რომელთა სიმაღლეც აჭარბებს 100 მეტრს, როგორც მაღლა ავღნიშნე 1963 წლიდან არ დაფიქსირებულა მათი დანგრევის არც ერთი ფაქტი. (ICOLD Incident database Bulletin 99 update,Statistical analysis of dam failures.Committee on Dam Safety International Commission on Large Dams (ICOLD) 2019)


ნამახვანის და ნებისმიერი კაშხლის მშენებლობისათვის, აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა და ეს უნდა განხორციელდეს, როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე. საზედამხედველო ფუნქცია პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს და ეს მისი ფუნქციაა. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ტიპის მშენებლობაზე მიღებულია პრაქტიკა, როცა სახელმწიფოს და დეველოპერის მიერ ინიცირებულია დამატებით პროექტის ქვეყნისათვის მნიშვნელობიდან გამომდინარე საზედამხედველო საერთაშორისო კომიტეტის შექმნა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები (ჰიდროინჟინერი, გეოლოგი, ჰიდროლოგი და ასე შემდეგ) ქმნიან მუდმივმოქმედ ჯგუფს და იძლევიან შესაბამის დასკვნებს პროექტთან მიმართებაში, ნებისმიერ საიჟინრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,რომელიც უკავშირდება ნაგებობების უსაფრთხოებას ან გარემოსდაცვით პრობლემას“,- წერს „ფეისბუქზე“ დავით მირცხულავა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up