დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

access_time2022-04-21 12:35:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე  კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3,153,217 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, - აღნიშნულის შესახებ განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილ გამარტივებულ მომსახურებებზე საუბრისას.


სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ის საშუალებით. მომსახურება უფასოა, არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის.


სემეკის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივოს მომსახურების მიღება კომუნალური კომპანიებისგან. *303#ok არის მარტივი სერვისი  -  მობილურ ტელეფონში *303#ok-ის აკრეფით, მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა, რაზეც კომპანია ვალდებულია ოპერატიულად განახორციელოს რეაგირება, დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა, მათ შორის დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა, გადაამოწმოს დარიცხვა, მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; მობილურის ნომერი დაამატოს სასურველ აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი. 



*303#ok-ს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. მომხმარებელს აღარ სჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლცენტრთან დაკავშირება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok -ისა და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით, მარტივად და მოკლე დროში იღებს კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე“, - განმარტავს დავით ნარმანია.     


 *303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის 2020 წელს შეიქმნა. უახლოეს ხანებში იგეგმება აპლიკაციის შექმნა. 

 

 დავით ნარმანიამ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის საშუალებითაც, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება -  ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური დავალიანება შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. 2019 წლიდან დღემდე აღნიშნული პროექტით  43,827 მოქალაქემ ისარგებლა.

(R)

თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up